რა არის ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST, ALP, GGT)?!

13/07/2021

ღვიძლის ფუნქციები

 

 

ღვიძლი ჩვენს ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს. ყოველღიურად ფილტრავს ტოქსინებს, მონაწილეობს ცილების, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ცხიმების, ნაღვლის წარმოქმნაში და მონელების პროცესში. იმისთვის, რომ ჩვენი ორგანიზმის მთავარი „ფილტრი“ წესრიგში იყოს, უნდა ვიცოდეთ:

 

პროფილაქტიკისთვის

 

ჯანსაღი ცხოვრება, სწორი კვების რეჟიმი, ცხიმიანი საკვების შეზღუდვა, ალკოჰოლის იშვიათად და მცირედ მიღება. რძის პროდუქტები, თევზი დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავენ და ეხმარებიან ღვიძლს დეტოქსიკაციის პროცესებში. პერიოდულად, განსაკუთრებით, რაიმე სიმპტომის შენიშვნის დროს აუცილებელია ღვიძლის ფუნქციების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში რადიოლოგიური კვლევა.

 

ღვიძლის ფუნქციური სინჯები

 

ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად რამდენიმე ანალიზის ჩატარებაა აუცილებელი, ამ გამოკვლევების საშუალებით ხდება ღვიძლის დაზიანების გამოვლენა, სხვადასხვა დაავადების არსებობა და ა.შ.

 

ALT - ალანინამინოტრანსფერაზა

 

ALT - ალანინამინოტრანსფერაზა და AST - ასპარტატამინოტრანსფერანზა ღვიძლის ფერმენტებია, რომლებიც სხვადასხვა ამინომჟავას სინთეზში მონაწილეობს. სისხლში ამ ფერმენტების აქტივობა იზრდება ტოქსიური ზემოქმედების (ალკოჰოლი, ვირუსები) შედეგად და ზიანდება ღვიძლის უჯრედები - ჰეპატოციტები.

 

GGT - გამაგლუტამინტრასნფერაზა

 

GGT - გამაგლუტამინტრასნფერაზა ღვიძლის ყველაზე მგრძნობიარე ფერმენტია, სისხლში მისი დონე მაშინ იმატებს, როდესაც ღვიძლში და საჭმლის მომნელებელ სისტემაში დაავადება მიმდინარეობს.

 

ტუტე ფოსფატაზა

 

ტუტე ფოსფატაზა ფერმენტია, რომელიც ბევრ ქსოვილში გვხვდება, ღვიძლში ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილეობს, მისი მატება იწვევს სანაღვლე გზების დახშობას, მედიკამენტებით დაზიანებული ღვიძლის დაავადებებს, სიმსივნურ დაავადებებს და ა.შ.

 

ალბუმინი

 

 სისხლის შრატის ძირითადი ცილა ალბუმინია, რომლის წარმოქმნა ხდება ღვიძლში. მისი ნაკლებობის დროს საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევა მიმდინარეობს, ან ღვიძლის და თირკმლის დაავადება.

 

ბილირუბინი

 

საერთო ბილირუბინი ნაღვლის შემადგებლობაში შესული ყვითელი პიგმენტია ბილირუბინის ანალიზს ნიშნავენ მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიყვითლე  ან ეჭვი აქვთ ჰემოლიზზე, ღვიძლის დაავადებაზე ან სანაღვლე გზების ბლოკირებაზე.

 

 

როდის უნდა ჩაიტაროთ ფუნქციური სინჯები?!

 

თოდუას კლინიკას შეგიძლიათ ესტუმროთ:

  • როდესაც გსურთ შეამოწმოთ ფუნქციური მდგომარეობა
  • თუ იღებდით სპეციალურ მედიკამენტებს
  • თუ გაწუხებთ ღვიძლის დაავადებები
  • თუ ხშირად მოიხმართ ალკოჰოლს
  • თუ კანზე შესამჩნევია სიყვითლე

 

როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის?

 

ანალიზის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, პაციენტს მიღებული არ უნდა ჰქონდეს ალკოჰოლი, ვინაიდან ალკოჰოლზე მომენტალურად რეაგირებს GGT - გამაგლუტამინტრასნფერაზა. პაციენტი სასურველია იყოს უზმოზზე.

 

გაზიარება