რა არის პაპილომა ვირუსი?

28/01/2022

პაპილომა ვირუსი და მკურნალობა

 

პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული ინფექციაა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ითვლება. არსებობს პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი სახეობა, განასხვავებენ ვირუსის მაღალი (ონკოგენური) და დაბალი (არაონკოგენურ) რისკის ჯგუფებს.

 

 

ვირუსი გადაეცემა 3 ძირითადი გზით:

 

  • სქესობრივი
  • კონტაქტური
  • მშობიარობის დროს დედიდან ახალშობილზე

 

დაავადების რისკ-ფაქტორები

 

  • სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება
  • მრავალი სექსუალური პარტნიორის ყოლა
  • თამბაქოს მოხმარება
  • გენიტალური ინფექციები

 

პაპილომა ვირუსის სიმპტომები

 

როგორც წესი, HPV ხშირად არ იწვევს რაიმე კონკრეტულ სიმპტომს, თუმცა დაავადების მეტნაკლებად გავრცელების შემდეგ ვლინდება:

 

  • სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს
  • გენიტალური კონდილომები
  • ტკივილი მენჯის არეში
  • ვაგინალური დისკომფორტი

 

პაპილომა ვირუსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

 

საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების სკრინინგული გამოკვლევებია: პაპ-ტესტი, რომელიც საშვილოსნის ყელის ლორწოვანი გარსის ციტოლოგიური კვლევაა. მისი საშუალებით ფასდება საშვილოსნის ყელის მდგომარეობა და პათოლოგია.

 

პაპ-ტესტში კიბოსწინარე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, ტარდება კოლპოსკოპია (საშვილოსნის ყელის დათვალიერება), შემდეგ კი პაპილომა ვირუსის გენოტიპის განსაზღვრა, კოლპოსკოპიით დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ტარდება ბიოფსია და შემდეგ დაზიანებული ქსოვილის ჰისტოლოგიური კვლევა.

 

საშვილოსნის ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია პირველ რიგში ვაქცინაციით (ეფექტურია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე) რომელიც 98%-ით იცავს დაინფიცირებისგან და რა თქმა უნდა, დროული დიაგნოსტიკა. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და მისგან გამომუშავებული ანტისხეულები იმდენად მაღალი დაცვით გამოირჩევა, რომ ბევრ ქვეყანაში იმუნიზაცია  სავალდებულო გახდა. მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციით, 9-14 წლამდე ასაკის ყველა გოგონა აუცილებელია აიცრას.

 

საქართველოში HPV ვაქცინაცია სავალადებული პროფილაქტიური აცრების სიაში შედის. აცრა ტარდება 10-11-12 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი ორ დოზიანია, ინტერვალი კი - 6 თვე. რაც ყველაზე მთავარია, აცრა უფასოა და ხელმისაწვდომია სხვადასხვა სამედიცინო ცენტრებში და პოლიკლინიკებში.

გაზიარება