დალი ბერულავა

ნევროლოგი

1997 - დღემდე - თოდუას კლინიკა, ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი

 

1995 - 1997 - რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილება, ნევროლოგი 

 

1986 - 1995 - ვოროშილოვგრადის ნევროლოგიური კლინიკა, ნევროლოგი

 

ვინ არის  ნევროლოგი და რა არის მისი სპეციალიზაცია?

 

ნერვული სისტემა მოიცავს ტვინს, ზურგის ტვინს და პერიფერიულ ნერვებს, რომლებიც განფენილია მთელ სხეულშია განფენილი. ეს რთული სისტემა პასუხისმგებელია ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციებზე, როგორებიცაა მგრძნობელობა, მოძრაობა, კოორდინაცია,და ა.შ. შესაბამისად, ნევროლოგიური პრობლემები ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც მსუბუქ, ასევე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობებს. შესაბამისად, ნევროლოგი სპეციალისტია, რომელიც ნერვიული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზეა პასუხისმგებელი. 

 

ნევროლოგების კომპეტენციაში შედის ისეთი დაავადებების მართვა, როგორებიცაა:

 

  • ინსულტი და ტრანზიტორული იშემიური შეტევა;
  • თავის ტკივილები;
  • ეპილეფსია და გულყრები;
  • პარკინსონის დაავადება, ტრემორი და სხვა მოძრაობითი აშლილობები;
  • ალცჰაიმერის დაავადება, დემენცია და კოგნიტური დარღვევები;
  • გაფანტული სკლეროზი და სხვა დემიელინიზებული დაავადებები;
  • ნერვ-კუნთოვანი დაავადებები;
  • ტვინის და ზურგის ტვინის სიმსივნეები;
  • ძილის დარღვევები;

 

გარდა ამისა, ნევროლოგები პაციენტებს თავის ტვინის შერყევის, ხერხემლის დაზიანების, ნევროპათიისა და სხვა ნევროლოგიური გართულებების შემთხვევაშიც მკურნალობენ. 

 

დიაგნოზის დასადგენად ნევროლოგი იკვლევს პაციენტის ნერვულ სტატუსს, ატარებს ნევროლოგიურ ტესტებს და ნიშნავს ისეთ გამოკვლევებს, როგორიცაა KT, MRT, ელექტრომიოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია და ა.შ.

სპეციალობა

ნევროლოგია

განათლება

1980 - 1986 - ვოროშილოვგრადის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

 

 

საკონტაქტო ინფო

გაზიარება