მეტასტაზური ძუძუს კიბო: დიაგნოსტიკა და მკურნალობა
15 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო "პულმანის"-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა თოდუას კლინიკის ახალგაზრდა ექიმთა პირველი სიმპოზიუმი - „მეტასტაზური ძუძუს კიბო: დიაგნოსტიკა და მკურნალობა“.
სიმპოზიუმი ჩატარდა საქართველოს ონკოლოგიის სკოლის, თოდუას კლინიკის და საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით.
მომხსენებლებმა წარადგინეს პრეზენტაციები შემდეგი თემებით:
- მეტასტაზური ძუძუს კიბოს რადიოლოგიური დიაგნოსტიკა
- PET/CT-ს როლი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკაში
- მეტასტაზური ძუძუს კიბოს რადიაციული თერაპიის პრინციპები
- კლინიკური ონკოლოგიის როლი მეტასტაზური ძუძუს კიბოს მართვაში.