აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია
08/09/2024
7 სექტემბერს Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi-ში გაიმართა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია "ტექნოლოგიები XXI საუკუნის მედიცინაში.
კონფერენციას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე, მისი მოადგილეები თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, აკადემიკოსები, მეცნიერები და 300-მდე საქართველოს წამყვანი ექიმი.
ჯანდაცვის მინისტრი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობდა ფრიდონ თოდუას განსაკუთრებულ ღვაწლზე, რომელიც გულისხმობს - საქართველოს რადიოლოგიური სკოლის განვითარებას, საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის დაფუძნებას.
იგი ყოველთვის იყო მედიცინაში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის, ახალი მიღწევების, რადიოლოგიური კვლევის, ახალი დიაგნოსტიკური მეთოდების დანერგვის ინიციატორი.