აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკა
თოდუას კლინიკაში დაინერგა HumaBlot 44FA — თანამედროვე, სრულად ავტომატიზებული სისტემა, რომელიც აუტოიმუნური დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება და სხვადასხვა ტიპის აუტოანტისხეულების ერთდროულად, მაღალი სიზუსტით შეფასების შესაძლებლობას იძლევა.ტექნოლოგია ეფუძნება Line Immunoassay (LIA) მეთოდს და ავტომატურად ასრულებს კვლევის ძირითად ეტაპებს — ნიმუშის დამუშავებას, ტესტირებას, სკანირებასა და შედეგების პროგრამულ ინტერპრეტაციას.
HumaBlot 44FA გამოიყენება სისტემური შემაერთებელი ქსოვილისა და აუტოიმუნურ-რევმატული დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებების, ასევე სისტემური ვასკულიტების დიაგნოსტიკისთვის.
აუტოიმუნური დაავადებების დროს სხვადასხვა პათოლოგიას ხშირად მსგავსი სიმპტომები ახასიათებს, ამიტომ ზუსტი დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია აუტოანტისხეულების სრული პროფილის შეფასება.
ახალი სისტემა ექიმებს ერთი სისხლის ნიმუშიდან უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს, რაც ზრდის დიაგნოსტიკის სიზუსტეს და ხელს უწყობს პაციენტის მართვის უფრო ეფექტურად დაგეგმვას.
