ჩაიტარე ჩექაფი თოდუას კლინიკაში
08/06/2026

პრევენცია ჯანმრთელობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური გზაა, თუმცა რეალობა გვიჩვენებს, რომ ადამიანები პროფილაქტიკურ კვლევებსა და ჩექაფს ხშირად მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც უკვე კონკრეტული ჩივილი ან სიმპტომი აქვთ.
სწორედ ამიტომ, თოდუას კლინიკა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იწყებს ახალ საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია ადამიანებს უფრო მარტივად და გასაგებად დაანახოს საკუთარი ჯანმრთელობის რისკები და დროული შეფასების მნიშვნელობა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ფლობა მხოლოდ ექიმთან ვიზიტის დროს არ იწყება. პირველი ნაბიჯი რისკ-ფაქტორების გაცნობიერებაა, რაც საშუალებას გვაძლევს, საჭირო კვლევები და პრევენციული ღონისძიებები დროულად დავგეგმოთ.
ამ მიზნით შევქმენით ჯანმრთელობის რისკების კალკულატორი - მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც რამდენიმე წუთში დაგეხმარებათ შეაფასოთ არსებული რისკები და მიიღოთ პერსონალიზებული რეკომენდაციები.
შეამოწმეთ თქვენი ჯანმრთელობის რისკები და მიიღეთ რეკომენდაციები - https://checkup.ge/health-calculator
