გამარჯვების დროშები

18/02/2026

 

კიბოზე გამარჯვებულ ყველა ქალს საკუთარი „გამარჯვების დროშა“ აქვს - ეს ის თავშალია, რომელსაც მკურნალობისას, ყველაზე რთულ პერიოდში ატარებდა. ეს ნივთი მათი ბრძოლისა და საბოლოო ტრიუმფის სიმბოლოა. სწორედ ამ ემოციურ გზავნილს ეხმიანება ახალი ვიდეორგოლი, რომელიც თებერვალს - კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს ეძღვნება.

 

კამპანიის მიზანი ონკოპაციენტების მხარდაჭერა და საზოგადოებისთვის იმ მთავარი ჭეშმარიტების შეხსენებაა, რომ დროული დიაგნოსტიკა გამარჯვებისთვის გადამწყვეტია. დიაგნოზზე საუბარს ხშირად საზოგადოება დუმილს ამჯობინებს და ინსტინქტურად გაურბის კიდეც. თუმცა, სწორედ ამ შიშის დაძლევაზე გადის გზა, რომელსაც გამარჯვება ჰქვია.  „თოდუას კლინიკაში“, სადაც ონკოპაციენტებისთვის მაღალეფექტური და მზრუნველი სამკურნალო გარემოა შექმნილი, კარგად ვიცით, რომ დაგვიანებული ვიზიტის მიზეზი ხშირად არა ინფორმაციის ნაკლებობა, არამედ დიაგნოზთან პირისპირ დარჩენის შიშია.

 

დღეს ჩვენთან ერთად მკურნალობის რთულ გზას 10.000-მდე ონკოლოგიური პაციენტი გადის.

 

თებერვალი კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. დროული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია გამარჯვებისთვის!

 

 

 https://www.facebook.com/reel/756289574196223

 

 

 

გაზიარება