გიორგი ზურაბაშვილი

თოდუას კლინიკის გუნდს შემოუერთდა გიორგი ზურაბაშვილი – მრავალწლიანი კლინიკური და აკადემიური გამოცდილების მქონე ზოგადი, ონკო- და ბარიატრიული ქირურგი, რომელიც მცირე ინვაზიური, აბდომინალური ონკოქირურგიისა და ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
გიორგი ზურაბაშვილს მრავალწლიანი საერთაშორისო კლინიკური გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი კლინიკურ პრაქტიკას გადიოდა ვენის გენერალურ საავადმყოფოში (AKH Vienna) და ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში (Medical University of Vienna), ხოლო საერთაშორისო განათლება გაიღრმავა სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტში (Erasmus Mundus).
იგი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (PhD). მისი სადისერტაციო კვლევის თემაა არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი (NASH) ბარიატრიულ პაციენტებში.
გვიხარია, რომ გიორგი ზურაბაშვილის საერთაშორისო გამოცდილება და თანამედროვე ქირურგიული პრაქტიკა ამიერიდან თოდუას კლინიკის პაციენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
https://toduaclinic.ge/doctor/zurabashvili-giorgi
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: *5757
