ქიმიოთერაპიაზე რეგისტრაცია
24/08/2026

თოდუას კლინიკაში ქიმიოთერაპიაზე რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა!
დღეიდან პაციენტს სერვისის დასაგეგმად კლინიკაში დამატებითი ვიზიტი აღარ ესაჭიროება.
24 აგვისტოდან ქიმიოთერაპიის დაფინანსების პროგრამაში რეგისტრაციის პროცესი იცვლება და უფრო ავტომატიზებული ხდება. თოდუას კლინიკა ახალი, ციფრული მოდელის დანერგვას საპილოტე რეჟიმში იწყებს.
სისტემის ტექნიკურ განვითარებაზე თოდუას კლინიკის IT გუნდმა იმუშავა.
დაფინანსების დამტკიცების შემდეგ, პაციენტი SMS-ით მიიღებს დაფინანსების დადასტურებას, ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯებისა და ვიზიტის დასაჯავშნი ბმულის შესახებ.
ბმულიდან შესაძლებელი იქნება ქიმიოთერაპიამდე საჭირო ანალიზებისთვის სასურველი დროის შერჩევა. რეგისტრაციისთვის კლინიკაში დამატებითი ვიზიტი ან ცხელ ხაზზე დარეკვა საჭირო აღარ იქნება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://shorturl.at/32IH8
See less
