საქართველოს რადიოლოგთა კონგრესი

01/05/2023

 

2023 წლის 26 - 27 მაისს თბილისში, "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" გაიმართება "მოწვეულ პროფესორთა პროგრამა - გულის რადიოლოგიური კვლევა" და "საქართველოს რადიოლოგთა კონგრესი"!
 
კონგრესი იმართება "საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის", "თოდუას კლინიკის" ESR-თან და ESOR-თან საერთაშორისო და ლოკალურ ადგილობრივ ექსპერტებთან თანამშრომლობით.
 
კონგრესზე მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი სპეციალისტები. ჩატარდება როგორც სამეცნიერო სესიები, ასევე სასწავლო ლექციები.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე - https://georadiology.ge/ 
 
ორი სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემთხვევაში შესაძლებელია ორივე პროგრამაზე დასწრება.
 
"მოწვეულ პროფესორთა პროგრამა - გულის რადიოლოგიური კვლევა" - აღნიშნულ პროგრამაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ექიმებისთვის და რეზიდენტებისთვის.
 
 
რადიოლოგთა კონგრესზე დასწრება თავისუფალია ყველასთვის!
გაზიარება