მარიამ ცინდელიანი
თოდუას კლინიკის სამედიცინო ფიზიკოსი მარიამ ცინდელიანი ამერიკის საელჩოს Fulbright-ის პროგრამის გამარჯვებული გახდა და სწავლას სრული დაფინანსებით აშშ-ში, Duke University-ში გააგრძელებს!
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის შემდეგ Fulbright-ის პროგრამას ფიზიკოსი არ დაუფინანსებია და 16 წლის შემდეგ მარიამ ცინდელიანი პირველი ფიზიკოსია, რომელმაც ეს პრესტიჟული სტიპენდია მოიპოვა.
2025 წლიდან მარიამი თოდუას კლინიკაში სამედიცინო ფიზიკოსის პოზიციაზე მუშაობს. მისი საქმიანობა მოიცავს რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აპარატურის ხარისხის კონტროლს, ბირთვულ მედიცინაში რადიოფარმპრეპარატებისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროტოკოლების დანერგვას.
სტუდენტობის წლებში იყო არაერთი სახელმწიფო და კერძო სტიპენდიის მფლობელი, აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და საგანმანათლებლო პროექტებში.
ის ასევე არის თსუ-ს გამოთვლითი ფიზიკის სტუდენტური ლაბორატორიის წევრი და მუშაობს კვლევებზე, რომლებიც რიცხობრივ გამოთვლებსა და კომპიუტერულ მოდელირებას ეფუძნება.
მარიამის მთავარი მიზანია ამერიკაში მიღებული ცოდნით საქართველოში სამედიცინო ფიზიკის სფეროს განვითარებას შეუწყოს ხელი და წვლილი შეიტანოს მის პოპულარიზაციაში, კლინიკის სახელით ვულოცავთ მარიამს და წარმატებებს ვუსურვებთ ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე!
