მე-3 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - “ძუძუს კიბო ახალგაზრდებში თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები”.
10/04/2024
20 აპრილს თბილისში, სასტუმრო "Hilton Garden Inn"-ის საკონფერენციო დარბაზში
გაიმართება მე-3 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია -“ძუძუს კიბო ახალგაზრდებში - თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები”.
კონფერენცია ტარდება საქართველოს ონკოლოგიის სკოლის, თოდუას კლინიკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით.
კონფერენციას მინიჭებული აქვს ESO Recommended სტატუსი (ევროპის ონკოლოგიის სკოლის მიერ რეკომენდირებული ღონისძიება)
მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები არიან:
მატეო ლამბერტინი - სამედიცინო ონკოლოგი, ონკოფერტილობის ექსპერტი (იტალია)
ფატიმა კარდოზო - სამედიცინო ონკოლოგი (პორტუგალია)
ვალერიო ნარდონე - რადიაციული ონკოლოგი (იტალია)
ედუარდ-ალექსანდრუ ბონჩი - ონკოქირურგი, მამოლოგი (პორტუგალია)
დასწრება უფასოა!
წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია სერტიფიცირებული სპეცილიასტებისთვის, ვისაც უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულა (უპგ ქულა) ესაჭიროებათ.
უპგ ქულის მისანიჭებლად ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ დროულად გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:
ადგილების ამოწურვის შემდეგ კრედიტ ქულები ვეღარ გაიცემა.