მეტასტაზური ძუძუს კიბო: დიაგნოსტიკა და მკურნალობა

03/02/2025
 
15 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო "პულმანის"-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება თოდუას კლინიკის ახალგაზრდა ექიმთა პირველი სიმპოზიუმი - „მეტასტაზური ძუძუს კიბო: დიაგნოსტიკა და მკურნალობა“.
 
„ჩვენი მისია და მრავალწლიანი ტრადიცია- ახალგაზრდა ექიმების მხარდაჭერა და მათთვის განვითარების ახალი ასპარეზის შექმნა - კვლავ გრძელდება.
 
თოდუას კლინიკის ღირებულებებით აღზრდილი ახალგაზრდა ექიმების პირველი სიმპოზიუმით გვსურს გაგიზიაროთ ის ცოდნა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვეზიარებით: საქართველოს ჰყავს ერუდირებული, საერთაშორისო განათლების მქონე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიმდევარი ახალი თაობის ექიმები, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას პროფესიონალიზმითა და თავდადებით.
ჩვენი მიზანია, რომ თოდუას კლინიკის ახალგაზრდა ექიმების მიერ ორგანიზებული პირველი სიმპოზიუმი იქცეს პლატფორმად ახალგაზრდა ექიმებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც მათ შეეძლებათ თავისი ნიჭის, ცოდნისა და თანამედროვე ხედვის გაზიარება. ამ დიდ და საინტერესო გზაზე, ჩვენი კლინიკა ყოველთვის მათი მხარდამჭერი იქნება.“ - თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი - გიორგი დიასამიძე.
 
სიმპოზიუმი ტარდება საქართველოს ონკოლოგიის სკოლის, თოდუას კლინიკის და საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით.
 
წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია ყველა მსურველისთვის. მათ შორის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის. სერტიფიცირებული სპეციალისტები (რადიოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი), მიიღებენ 1 უპგ ქულას.
 
უპგ ქულის მისანიჭებლად ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე  - https://georadiology.ge/
 
ადგილების ამოწურვის შემდეგ კრედიტ ქულები აღარ გაიცემა.
გაზიარება