მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატება

27/02/2026
 
 
მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატება - თოდუას კლინიკის პათოლოგანატომი ვიქტორია შონია გახდა Vincent Academy of Pathology-ის კონკურსის გამარჯვებული და პირველი ქართველი ექიმი, ვინც აღნიშნულ პროგრამაში შეირჩა.
 
მსოფლიოდან წარდგენილ ასობით კანდიდატს შორის გამარჯვება მისი პროფესიონალიზმისა და მაღალი აკადემიური სტანდარტის აღიარებაა.
 
ვიქტორია სამთვიან სტაჟირებას ავსტრიაში, Ordensklinikum Linz Elisabethinen ჰოსპიტალში 2026 წლის 1-ელი მარტიდან გაივლის, ეს მას შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავოს ცოდნა ძუძუსა და გინეკოლოგიური პათოლოგიის სუბსპეციალობაში, განავითაროს აღნიშნული მიმართულებით დიაგნოსტიკური შესაძლებლობები და ჩაერთოს საერთაშორისო კვლევით პროექტებში.
 
ინსტიტუტი იშვიათი და რთული ონკოლოგიური შემთხვევების მართვით გამოირჩევა, რაც დიფერენციალური დიაგნოსტიკის, ბიომარკერების ინტერპრეტაციისა და პერსონალიზებულ თერაპიულ მიდგომებზე დაფუძნებული კლინიკური გადაწყვეტილებების მიმართულებით პრაქტიკის უნიკალურ გარემოს ქმნის.
 
ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ პროფესიულ გამოწვევებში!
გაზიარება