ყველა მრჩეველი ექიმი არ არის, ენდე მხოლოდ პროფესიონალებს!

10/11/2022

 

 

„ყველა მრჩეველი ექიმი არ არის, ენდეთ მხოლოდ პროფესიონალებს“ – ამ გზავნილით თოდუას კლინიკამ საინფორმაციო კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელიც იმ ყოველდღიურობას გვიჩვენებს, არაერთხელ თავადაც რომ შევსწრებივართ - თუკი ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა გამოუვლინდა, ყველა ცდილობს მის დახმარებას, იმის მიუხედავად, სიღრმისეულად ერკვევა საკითხში და პირადი გამოცდილების, წინაპრებისგან გადმოცემული პრაქტიკის თუ სხვა ინფორმაციის საფუძველზე აძლევს რჩევებს.

 

ყველა მრჩეველი - ახლობელი თუ უცნობი, თუკი ის არ არის ექიმი, ის ვერც კვალიფიციურ რჩევას ვერ გასცემს. არა აქვს მნიშვნელობა ვის როგორი პირადი გამოცდილება ჰქონდა და რა მეთოდით იმკურნალა, თითოეული ადამიანი უნიკალურია და ჯანმრთელობის მდგომარეობაც შესაბამისად ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს პროფესიონალების მიერ.

 

📹 "ყველა მრჩეველი ექიმი არ არის, ენდეთ პროფესიონალებს"

 

გაზიარება