საერთაშორისო აღიარება
18/12/2025

თოდუას კლინიკამ მოიპოვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება!
ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში მიღწეული გამორჩეული წვლილისთვის კლინიკა გახდა „ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტების ავსტრალიის საბჭოს“ 2025 წლის საერთაშორისო მედლის მფლობელი კატეგორიაში: „მდგრადი ჯანდაცვა და სერვისების მიწოდება" (ACHS International Quality Improvement Awards – Sustainable Healthcare and Service Delivery).
19 ქვეყნის 70-მდე განაცხადიდან გამარჯვება წილად ხვდა და წლის საუკეთესო ინოვაციად “მაღალი შეფასების“ (Highly Commended) სტატუსით აღიარებულ იქნა თოდუას კლინიკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ წარმატებით დანერგილი პროექტი: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მდგრადი და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდებისთვის".
აღნიშნული ჯილდო ენიჭება სამედიცინო ლიდერ ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჯანდაცვის ხარისხის მართვის სისტემების განვითარებაში, პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა/განვითარებაში.
თოდუას კლინიკაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა არაკლინიკურ პროცესებში ემსახურება ინფორმაციის მართვის გაუმჯობესებას, სერვისების დაგეგმვასა და რესურსების ოპტიმიზაციას.
აღნიშნული აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თოდუას კლინიკის სტრატეგიულ ორიენტაციას ხარისხზე, ინოვაციაზე, პასუხისმგებლიან ლიდერობასა და პაციენტის ინტერესების პრიორიტეტიზაციაზე.
