გამარჯვების დროშები“ - Ad Black Sea 2026-ის გამარჯვებული
14/09/2026

თოდუას კლინიკა საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის ფესტივალის 4 კატეგორიის გამარჯვებულია!
„Ad Black Sea 2026“-ის ოთხივე ჯილდო „გამარჯვების დროშები“ - ის კამპანიამ დაიმსახურა.
კიბოზე გამარჯვებულ ყველა ქალს საკუთარი „გამარჯვების დროშა“ აქვს - ეს ის თავშალია, რომელსაც მკურნალობისას, ყველაზე რთულ პერიოდში ატარებდა და რომელიც დღეს მისი ბრძოლისა და საბოლოო ტრიუმფის სიმბოლოა!
სწორედ ამ გზავნილით და კრეატიული კამპანიით გამოეხმაურა თოდუას კლინიკა კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს, რომელიც დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას ეძღვნება.
ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერის მიზნით შექმნილმა კამპანიამ
ოქროს ჯილდო მოიპოვა „საუკეთესო ახალგაზრდა შემოქმედის“ კატეგორიაში.
ვერცხლი - „ბრენდის გამოცდილება“
ბრინჯაო - „სარეკლამო კამპანიები“
ბრინჯაო - გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობისთვის, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯანმრთელი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.
კიბოზე გამარჯვებული ქალების ისტორიით მოთხრობილი ამბავი იმ ათასობით პაციენტის ისტორიას აერთიანებს, რომლებიც მკურნალობის რთულ ეტაპს დღეს ჩვენთან ერთად გადიან.
დიაგნოზზე საუბარს ხშირად საზოგადოება დუმილს ამჯობინებს და ინსტინქტურად გაურბის კიდეც. თუმცა, სწორედ ამ შიშის დაძლევასა და დროულ დიაგნოსტიკაზე გადის გზა, რომელსაც გამარჯვება ჰქვია!
იხილეთ „გამარჯვების დროშების“ ვიდეორგოლი - https://www.facebook.com/reel/756289574196223
დიდი მადლობა თითოეულ პაციენტს, რომელმაც კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ ისტორიაზე ღიად ისაუბრა. მადლობა კრეატიული იდეის ავტორს და გამარჯვებულს ანასტასია ბეჟიტაძეს, სააგენტოებს: „Holy Motors,” “ Holy Motors Films, “Studio Gambit”.
