ზედმეტი დრამის ნაცვლად, მიხედე ჯანმრთელობას!

12/06/2023

დაიწყე ჯანმრთელობაზე ზრუნვა

ყოველდღიურ რუტინაში ჩართულებს, არ გველევა თავის გამმართლებელი არგუმენტები საკუთარი ჯანმრთელობის უგულვებელსაყოფად: „ვერ მოვიცალე“, „საქმე გამომიჩნდა,“ „შეხვედრა დამენიშნა.“ არ გველევა ერთი შეხედვით თითქოს მნიშვნელოვანი სანერვიულო საქმეებიც, რომლისთვისაც დროს აუცილებლად გამოვძებნით: ძვირადღირებული აპარატურა გაგვიფუჭდა, ჩვენმა საყვარელმა ფეხბურთის გუნდმა გოლი გაუშვა, ძვირფას სერიალში ისე ვერ წავიდა საქმე როგორც იმ მომენტში გვეგონა და ა.შ...

 

სწორედ ამ „დრამებს“ ვეხმიანებით ჩვენი კამპანიით: „ზედმეტი დრამის ნაცვლად, მიხედე ჯანმრთელობას“ და გვინდა კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდოთ, რომ ყველა საქმე მოიცდის, ყველა შფოთვა გადაივლის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია და მას დროული მოვლა სჭირდება.

 

 

📹 "ზედმეტი დრამის ნაცვლად"

📹 "მიხედე ჯანმრთელობას"

📹 "გაიარე გეგმიური სამედიცინო შემოწმება"

 

გაზიარება