გულის მრტ

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისთვის მომზადების წესი

 

რა უნდა ვიცოდეთ?

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • კვლევამდე 12 საათით ადრე არ მიიღოთ კოფეინის შემცველი პროდუქტები და მედიკამენტები. (ყავა, ჩაი, შოკოლადი, ენერგეტიკული სასმელები, კოკა-კოლა და კოფეინის შემცველი მედიკამენტები).
  • კვლევამდე 4–6 საათით ადრე არ მიიღოთ საკვები.

 

კვლევის დღეს აკრძალულია თამბაქო და ალკოჰოლი. 

  • დანიშნული მედიკამენტები მიიღეთ ჩვეულ რეჟიმში, გარდა კოფეინის შემცველი პრეპარატებისა.
  • კვლევის წინ გაიპარსეთ გულმკერდის მიდამო (საჭიროების შემთხვევაში) და არ წაისვათ კრემი, ლოსიონი ან სხვა კოსმეტიკური საშუალება.

 

აუცილებლად აცნობეთ კლინიკას, თუ:

  • გაქვთ თირკმლის ქრონიკული დაავადება;
  • გაქვთ პეისმეიკერი, ICD (იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი) ან სხვა მეტალის იმპლანტი;
  • ჩატარებული გაქვთ კორონარული არტერიების სტენტირება (სტენტირებიდან უნდა იყოს გასული 8 კვირაზე მეტი)

 

კვლევის დღეს იქონიეთ კარდიოლოგის მიერ გაცემული ფორმა 100 და ექოკარდიოგრაფიის პასუხი.

 

 

 

გაზიარება