ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტი დიღმის ფილიალში

ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტი - ბუღაძე ლალი

 

ალერგია არის იმუნური სისტემის გადამეტებული რეაქცია ნივთიერებაზე, რომელსაც ალერგენი ეწოდება.

ალერგენი უცხო სუბსტანციაა (მაგალითად: მტვერი ან ცხოველების ბეწვი), რომელიც უვნებელია არაალერგიული ადამიანისთვის.   ზემგრძნობელობის დროს, ანუ როდესაც გაქვთ ალერგია, იმუნური სისტემა ცდილობს მის წინააღმდეგ იბრძოლოს ისევე, როგორც მიკრობის ან ვირუსის შემთხვევაში.

 

იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ცილას (ანტისხეულს), რათა ებრძოლოს ალერგენს. შედეგად გამოვლინდება ისეთი სიმპტომები რომლებიც შესაძლოა იყოს როგორც მსუბუქი, ასევე მნიშვნელოვნად გამოვლენილი. შედეგად ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმის დარღვევა, ასევე სიცოცხლისათვის საშიში რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება.

 

 

 

ალერგიული დაავადებებია:

  • ბრონქული ასთმა
  • ალერგიული რინიტი, მათ შორის პოლინოზი
  • მწვავე და იდიოპათიური ჭინჭრის ციება
  • ატოპიური დერმატიტი
  • ალერგიული კონიუქტივიტი
  • კვებითი და მედიკამენტოზური ალერგია
  • ანგიონევროზული შეშუპება
  • ანაფილაქსიური რეაქცია

 

 

ალერგიის სიმპტომებია:

 

  • ხველა, ხიხინი და სუნთქვის უკმარისობა
  • ცემინება, ცხვირის ქავილი
  • ცხვირიდან გამონადენი და გაჭედილობა
  • კანზე გამონაყარი და ქავილი, აქერცვლა
  • თვალების დაწითლება, წვა და ქავილი

 

 

კვებითმა და მედიკამენტოზურმა ალერგიამ, ასევე ალერგიამ მწერის ნაკბენზე შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმტპომები, როგორიცაა:

 

  • გონების დაკარგვა
  • სისხლის წნევის დაცემა
  • ძლიერი სუნთქვის უკმარისობა
  • გამონაყარი
  • გულისრევა, ღებინება
  • სუსტი გულისცემა და პულსი

თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის ალერგოლოგიური კაბინეტი აღჭურვილია უახლესი აპარატურით, სადაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ ალერგიის სრული დიაგნოსტიკა.

 

 

 

  სერვისები, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ალერგოლოგიურ დეპარტამენტში:

  • სისხლის შრატში საერთო და სპეციფიური იმუნოლოგიური ანალიზი
  • სპეციფიური იმუნოთერაპია
  • ოქსიმეტრია და სპირომეტრია
  • კანის ალერგიული სინჯი მედიკამენტებზე, მათ შორის: ანტიობიოტიკებზე, ასევე საკონტრასტო ნივთიერებაზე
  • კანის ალერგიული სინჯი ადგილობრივი და ზოგადი მოქმედების საანესთეზიო საშუალებებზე
  • სუნთქვითი ტესტები - ამოსუნთქულ ჰაერში წყალბადის კონცენტრაციის განსაზღვრა- შესაბამისად ლაქტოზისა და ფრუქტოზის აუტანლობის დიაგნოსტიკა

 

დროული დიაგნოსტიკა და პროფესიონალი ექიმის კონსულტაცია დაგეხმარებათ სწორად მართოთ თქვენი ალერგია და ამით გაიუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი.

გაზიარება