დერმატო-ვენეროლოგია - თოდუას კლინიკა
დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ნათია თოდუა
საუკეთესო კანის ექიმი თოდუას კლინიკაში - დერმატოლოგიური და ვენეროლოგიური დაავადებების სრული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თოდუას კლინიკის დერმატო-ვენეროლოგიის განყოფილებაში შესაძლებელია კანის ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული, პარაზიტული და ალერგიული დაავადებების, ასევე აკნეს, როზაცეას, თმის ცვენის, ფსორიაზის, პიგმენტური ლაქებისა და სხვა დერმატოლოგიური პრობლემების შეფასება და მართვა. კლინიკაში ხელმისაწვდომია ზოგადი, ქირურგი და პედიატრი დერმატოლოგის მომსახურება.
დერმატოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ენდოკრინოლოგიასთან, გასტროენტეროლოგიასთან, გინეკოლოგიასთან, ალერგოლოგიასა და სხვა სამედიცინო დისციპლინებთან, რადგან კანის დაავადებები ხშირად ორგანიზმში სხვა მიმდინარე პროცესებთანაც არის კავშირში.
როგორია საუკეთესო კანის ექიმი? - არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ არა მხოლოდ ექიმის გამოცდილებას, არამედ იმასაც, რამდენად კომპლექსურად აფასებს კლინიკა კანის პრობლემების გამომწვევ მიზეზებს. თოდუას კლინიკაში დერმატო-ვენეროლოგიური სერვისი სწორედ ამ პრინციპზეა აგებული - პაციენტის მდგომარეობის სიღრმისეული შეფასება, ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობის ინდივიდუალური დაგეგმვა. დასკვნა მრავალპროფილურ მიდგომას და სრული დიაგნოსტიკური სპექტრის ხელმისაწვდომობას.
რას მოიცავს დერმატო-ვენეროლოგია?
- ზოგადი დერმატოლოგია
- ქირურგიული დერმატოლოგია
- პედიატრიული დერმატოლოგია
დერმატოლოგიური პათოლოგიების მკურნალობა თოდუას კლინიკაში
თოდუას კლინიკაში ხელმისაწვდომია დერმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების მომსახურების სრული სპექტრი, რაც ამ მიმართულების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
- კანის ბაქტერიულ–ინფექციური დაავადებები: ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი, კარბუნკული, ვულგარული სტრეპტო–სტაფილოკოკური იმპეტიგო, პიოდერმია, წითელი ქარი, და სხვა.
- კანის სოკოვანი დაავადებები: სადა კანი მიკოზები, ნაირფერი პიტირიაზი, ონიქომიკოზები, ერითრაზმა, მიკროსპორია, ტრიქოფიტია და სხვა
- კანის ვირუსული დაავადებები: მარტივი ჰერპესი, შემომსარტყვლელი ჰერპესი (herpes zoster), მეჭეჭები, პაპილომები, კონტაგიოზური მოლუსკი.
- პარაზიტული დაავადებები: მუნი, პედიკულოზი.
- ალერგული დაავადებები: კონტაქტური და ალერგიული დერმატიტები, ჭინჭრის ციება, ატოპიური დერმატიტი (ნეიროდერმიტი), ეგზემა (მათ შორის ვარიკოზით გამოწვეული, ტროფიკული წყლულები), ექსუდაციური ერითემა და სხვა.
- სებორეა, ვულგარული ფერიმჭამელები (აკნე), ვარდისფერი ფერიმჭამელები (როზაცეა).
- თმის და თავის კანის დაავადებები: ანდროგენული ალოპეცია, ბუდობრივი და დიფუზური თმის ცვენა, ცხიმიანი და მშრალი სებორეა, ქერტლი.
- ლიქენები: ქერცვლადი ლიქენი (ფსოიაზი), წითელი ბრტყელი ლიქენი, ვარდისფერი ლიქენი (ჟიბერის პიტირიაზი).
- კოსმეტოლოგიური პრობლემები: ნაწიბურები, პიგმენტური ლაქები, მშრალი და ცხიმიანი კანის მოვლა.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ ავირჩიოთ საუკეთესო დერმატო-ვენეროლოგი?
საუკეთესო დერმატო-ვენეროლოგის არჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: ექიმის გამოცდილება, დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, კანის პრობლემების გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული შეფასების უნარი და საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტებთან კოორდინირებული მუშაობა. დერმატო-ვენეროლოგი აფასებს არა მხოლოდ გარეგნულ გამოვლინებას, არამედ იმასაც, ხომ არ არის კანის პრობლემა დაკავშირებული ენდოკრინოლოგიურ, ალერგოლოგიურ, გასტროენტეროლოგიურ ან სხვა ტიპის პათოლოგიასთან.
როგორ ჩავეწერო დერმატო-ვენეროლოგთან კონსულტაციაზე?
თოდუას კლინიკაში დერმატო-ვენეროლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ნომერზე 032 2 57 57 57 დარეკვით.
