დერმატოლოგიის დეპარტამენტი დიღმის ფილიალში

დერმატოვენეროლოგიის განყოფილება - სულავა ვიქტორია

 

კანი ადამიანის ხილული ორგანოა. მისი პრობლემები  მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პიროვნების გუნება-განწყობაზე  და ცხოვრების ხარისხზე. დერმატოლოგიური დეპარტამენტი გთავაზობთ კანის, ლორწოვანი გარსების, თმის და ფრჩხილის პათოლოგიების დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

რა არის დერმატოლოგია

 

დერმატოლოგია არის მედიცინის დარგი , რომელიც შეისწავლის კანის და მისი დანამატების ცვლილებებს, პირის ღრუსა და გენიტალური მიდამოს ლორწოვან გარსებს . დერმატოსკოპის, ტრიქოსკოპის , კანის ბიოფსიური მასალის ჰისტომორფოლოგიის და ლაბორატორიული კვლევების დახმარებით ხდება კანის დაავადებების დიაგნოსტიკა, ეფექტური მკურნალობის დაგეგმვა როგორც თერაპიული , ისე ქირურგიული მეთოდებით.

 

 

დერმატოლოგის მომსახურეობის სფეროები

 

დერმატოლოგის კომპეტენციაა  როგორც დაზიანებული კანის აღდგენა და დაავადებების მართვა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე ჯანმრთელი კანის მოვლა და ესთეტიკური ცვლილებების  კორექცია.

  • სამედიცინო დერმატოლოგია
  • ტრიქოლოგია
  • ონიქოლოგია
  • პედიატრიული დერმატოლოგია
  • ქირურგიული დერმატოლოგია : კრიოთერაპია, ელექტროკოაგულაცია, კანის ბიოფსია, კიურეტაჟი.
  • ესთეტიკური დერმატოლოგია: ქიმიური პილინგი, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, პლაზმათერაპია, მიმიკური ნაოჭების ბოტულინოთერაპია, ბიოშემავსებლების და თხევადი ძაფების კანქვეშა იმპლანტაცია.

 

 

 დერმატოლოგთან მიმართვის ჩივილები:

  • კანის ქავილი
  • მწვავე ან ქრონიკული ანთებითი გამონაყარი კანზე, პირის ღრუს ან გენიტალიუმის ლორწოვან გარსებზე.
  • დიდი ხნის ხალი ან ლაქა კანზე , რომელიც შეიცვალა
  • კანისფერი ან პიგმენტური ახალწარმონაქმნი
  • ხანგრძლივად შეუხორცებელი კანის დაზიანებები.
  • კანის პიგმენტაციის დარღვევა
  • თმის ცვენა და სკალპის პრობლემები
  • ფრჩხილების დაზიანებები
  • ბუშტები და წყლულები
  • ნაწიბურები

 

 

დერმატოლოგიური დაავადებები:

 

 

გადაუდებელი დერმატოლოგია  :ჭინჭრის ციება, ანგიოედემა, კვანძოვანი ერითემა, ვასკულიტი,მრავალფორმიანი ერითემა, სტივენ ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ერითროდერმია, ჰერპესული ეგზემა, მანეკროზებელი ფასციიტი.

 

კანის ინფექციები  ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული.

 

კანის ანთებითი დაავადებები : ფსორიაზი, ეგზემა, აკნე, ალერგიული დერმატიტი და სხვა.

 

ონკოდერმატოლოგია კანის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, კარცინომა, მელანომა, პიგმენტური და არაპიგმენტური სიმსივნური წარმონაქმნები.

 

კანის პიგმენტაციის დარღვევები : მელაზმა, ვიტილიგო

 

კანის ბულოზური დაავადებები : პემფიგუსი, პემფიგოიდი, დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი და სხვა.

 

გამოვლინებები კანზე სხვა დაავადებების დროს: ონკოლოგიური, ღვიძლის, ენდოკრინული პათოლოგიების, ქვემო კიდურების სისხლის მიმოქცევის უკმარისობის ან ლიმფოსტაზის და სხვა დროს.

გაზიარება