დერმატოლოგია თოდუას ვერის ფილიალში - კანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა საუკეთესო დერმატოლოგებთან

ექიმი - დერმატოლოგი თამთა ბაკურაძე

 

საუკეთესო დერმატოლოგიური მომსახურება თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში - ჩვენ გთავაზობთ კანის დაავადებების, მათ შორის აკნეს, ეგზემისა და ფსორიაზის კომპლექსურ მკურნალობას. კანის ჯანმრთელობა თქვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობის სარკეა, ამიტომ მასზე ზრუნვა პროფესიონალებს უნდა ანდოთ.

ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პათოლოგიური პროცესები ხშირად მანიფესტირდება კანზე, ამიტომ დერმატოლოგია ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვადასხვა სპეციალობებთან,როგორიცაა: ენდოკრინოლოგია, ალერგოლოგია, გასტროენტეროლოგია, რევმატოლოგია და სხვა.

 

 

რა დაავადებებს მკურნალობს დერმატოლოგი?

 

დერმატოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც კანის, თმის, ფრჩხილებისა და ლორწოვანი გარსების მდგომარეობას შეისწავლის. დერმატოლოგი პასუხისმგებელია ასეთი ტიპის დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და პრევენციაზე.

 

  • კანის ბაქტერიული დაავადებები
  • კანის სოკოვანი დაავადებები
  • კანის ვირუსილი დაავადებები
  • კანზე პიგმენტაციის დაღღვევები
  • თმის და ფრჩხილის დაავადებები
  • კანის გარქოვანებით მიმდინარე დაავადებები
  • დერმატიტები
  • ბულოზური დაავადებები
  • კანზე მომატებული მგრძნობელობით და ანთებით მიმდინარე დაავადებები
  • ფსორიაზი და აქერცვლით მიმდინარე დაავადებები
  • აკნე და მასთან დაკავშირებული დაავადებები

 

 

 

პროცედურები და დიაგნოსტიკა

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები:

  • დერმოსკოპია: კანის წარმონაქმნების დეტალური დათვალიერება ციფრული დერმოსკოპით, რაც აუცილებელია ადრეული დიაგნოსტიკისთვის.
  • ბიოფსია: ქსოვილის ნიმუშის აღება რთული დერმატოლოგიური შემთხვევების ჰისტოლოგიური კვლევისთვის.
  • ლაზერული თერაპია: კანის სხვადასხვა პათოლოგიის მკურნალობა უახლესი ლაზერული ტექნოლოგიებით.
  • კრიოთერაპია: კეთილთვისებიანი წარმონაქმნების (მეჭეჭები, პაპილომები) მოცილება თხევადი აზოტის საშუალებით.

 

დერმატოლოგია ბავშვებში 

 

პედიატრიული დერმატოლოგია მნიშვნელოვნად განსხვავდება ზრდასრულთა მკურნალობის მეთოდებისგან. ბავშვის კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარემო პირობების მიმართ და მეტია შანსი ისეთი დაავადებების განვითარების, როგორებიცაა მაგ.: ატოპიური დერმატიტი და საფენის გამოყენებით გამოწვეული სიწითლე. 

 

თუ თქვენს შვილს მსგავსი პრობლემები აწუხებს, აუცილებლად ჩანიშნეთ ვიზიტი “თოდუას კლინიკის” დერმატოლოგებთან, რათა პოტენციური დაავადების დროული დიაგნოსტირება მოხდეს. 

ჩვენი  კლინიკა 1991 წელს დააარსა აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ. მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. კლინიკა საუკეთესო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ფლობს პაციენტებისთვის მყუდრო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად. 

 

დერმატოლოგია ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა, წარმატებულ მკურნალობის პროცესს კი კლინიკის მულტიდისციპლინური მიდგომები განაპირობებს. ექიმები სამედიცინო ინტერვენციებთან დაკავშირებით ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს არ იღებენ -  მკურნალობის დაგეგმვა სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების შეფასებების შეჯერებით ხდება. პაციენტის მდგომარეობა ხშირად უცხოელ კოლეგებთანაც განიხილება. 

 

დერმატოლოგთან ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 57 57 57 ან ეწვიეთ ჩვენს კლინიკას იაკობ ნიკოლაძის #10-ში.

გაზიარება