ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტი - ფარისებრი ჯირკვალი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ენდოკრინული დაავადებების მკურნალობა

ენდოკრინოლოგი - მაია ქობულია

ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გთავაზობენ ფარისებრი ჯირკვლის, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა ჰორმონალური დარღვევების სრულფასოვან კვლევასა და მკურნალობას.

 

ენდოკრინული სისტემა წარმოადგენს ორგანოთა ერთობლიობას, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს, შესაბამისად მისი ფუნქციონირების დარღვევა იწვევს მრავალფეროვან კლინიკურ გამოვლინებას. ჰორმონული დისბალანსი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ტიპის ჩივილებით, როგორიცაა: სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება, წონის კლება/მატება, ძილის პრობლემები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კანის მხრივ გამოვლინებები (სიმშრალე, ცხიმიანობა, თმის ცვენა, პიგმენტაციის შეცვლა და სხვ.), შეშუპება, გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივი ჩივილები და ა.შ.

 

დღეს ენდოკრინული დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებენ გავრცელებით და საქართველოც არ არის გამონაკლისი. ამ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, შაქრიანი დიაბეტი და მეტაბოლური სინდრომი (ჭარბი წონა, პრედიაბეტი, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა და ა.შ.) შედარებით იშვიათი, თუმცა არანაკლებ მნიშნელოვანი და საყურადღებოა ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის, პანკრეასისა და სხვა ენდოკრინული ორგანოების ფუნქციური დარღვევები.

 

რა დაავადებებს მკურნალობს ენდოკრინოლოგი?

თოდუას კლინიკის ენდოკრინოლოგიური მიმართულება მოიცავს მრავალი პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მართვას:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, კვანძოვანი ჩიყვი და თირეოიდიტი.
  • შაქრიანი დიაბეტი: I და II ტიპის დიაბეტის მართვა, ინსულინორეზისტენტობის მკურნალობა და გართულებების პრევენცია.
  • ჰორმონალური დარღვევები: რეპროდუქციული სისტემის ჰორმონალური დისბალანსი და მენსტრუალური ციკლის დარღვევები.
  • ოსტეოპოროზი: ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის შემცირება, რომელიც ხშირად ენდოკრინულ ცვლილებებს უკავშირდება.
  • ჭარბი წონა და მეტაბოლური სინდრომი: წონის მართვა ჰორმონალური ფონის გათვალისწინებით.
  • თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები: ჰორმონების ჭარბი ან არასაკმარისი გამოყოფით გამოწვეული დარღვევები.

 

დიაგნოსტიკის მეთოდები

ზუსტი დიაგნოზის დასასმელად ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს:

  • ჰორმონების ანალიზი: სისხლში სხვადასხვა ჰორმონების (TSH, FT4, ინსულინი და სხვა) დონის განსაზღვრა.
  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია: ჯირკვლის სტრუქტურისა და კვანძების ვიზუალიზაცია მაღალი გარჩევადობის აპარატურით.
  • სისხლში შაქრის მონიტორინგი: გლიკემიური პროფილის შესწავლა დიაბეტის ეფექტური მართვისთვის.

 

ენდოკრინული დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და მათი მიმდინარეობის ადეკვატური მართვა აუციელებელია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე გართულებები.

ჩივილების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ენდოკრინოლოგთან დროული ვიზიტი, გამომწვევი მიზეზის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში სწორი რეკომენდაციებისა და დანიშნულების მიღება.

გაზიარება