გასტროენტეროლოგიის დეპარტამენტი
გასტროენტეროლოგიის დეპარტამენტი
გასტროენტეროლოგია - არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის საჭმლის მომნელებელ ორგანოებსა და მათ დაავადებებს. სხვადასხვა ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევის მეთოდის საშუალებით ხდება ზუსტი დიაგნოზის დასმა და გასტროენტეროლოგის მიერ მკურნალობის დანიშვნა. ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის არის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. ნაწლავის ანთებითი დაავადებები (წყლულოვანი კოლიკა და კრონის დაავადება, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, მსხვილი ნაწლავის დივერტიკულური დაავადება და ა.შ.)
At Todua Clinic, a full spectrum of diagnostic and treatment services for gastroenterological pathologies is provided:
- Gastroscopy
- Colonoscopy
- Ultrasound Examination
- Gastrointestinal Radiological Examination
- Abdominal Cavity CT and MRI Scans
უახლესი სამედიცინო აპარატურის და თანამედროვე ლაბორატორიული კვლევების მეშვეობით შესაძლებელია დაავადებათა სწორი დიაგნოსტირება და პაციეტებისთვის თანამედროვე მკურნალობის მეთოდების შეთავაზება.
გასტროენტეროლოგთან ვიზიტი უნდა ჩანიშნოთ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ჩივილები გაწუხებთ,
მაგალითად:
- დისკომფორტი მუცლის ღრუში
- მუცლის ხშირი ტკივილი
- შებერილობა
- დიარეა
- ყაბზობა
ასევე, საყლაპავის ანთებითი და ორგანოს ფუნქციის დარღვევით მიმდინარე დაავადებები. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთება - ეზოფაგიტი.
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, H.pylori-თ გამოწვეული წყლულოვანი დაავდებები, სტრესული წყლულები, მედიკამენტოზური დაზიანებით გამოწვეული წყლულოვანი დაავადებების დიაგნოსტირება და მენეჯმენტი.
- ნაწლავის დაზიანებები: ინფექციური თუ არაინფექციური ენტერიტები და ენტეროკოლიტები. სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეა. ნაწლავის არასპეციფიური ანთებები, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება და მიკროსკოპული კოლიტები, ყაბზობა.
- ღვიძლის დაავადებები: მწვავე და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები. ღვიძლისგაცხიმოვნება, ციროზი.
- სანაღვლე გზების პათოლოგიები: ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების პათოლოგიები. ნაღვლკენჭოვანი დაავადებები.
- პანკრეასის დაავადებები: მწვავე და ქრონიკული არაპროგრესირებადი პანკრეატიტი.