გასტროენტეროლოგიის დეპარტამენტი - თოდუას ვერის ფილიალი

გასტროენტეროლოგი - ანდრო მაჭავარიანი

 

საუკეთესო გასტროენტეროლოგიური მომსახურება თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში - ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებებზე. თანამედროვე დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური მიდგომა უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობის აღდგენასა და შენარჩუნებას.

 

რა დაავადებებს მკურნალობს გასტროენტეროლოგი?

თოდუას კლინიკის გასტროენტეროლოგიური განყოფილება მუშაობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მრავალფეროვანი პათოლოგიების მართვაზე:

  • გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის გასტრიტები
  • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
  • ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და კუჭუკანა ჯირკვლის პათოლოგიები
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ენტეროკოლიტები
  • ნაწლავის ფუნქციური პათოლოგიები (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ფუნქციური მეტეორიზმი)
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება)
  • სხვადასხვა კვებითი ალერგიები და სხვა

 

დიაგნოსტიკის მეთოდები

ზუსტი დიაგნოზი ეფექტური გასტროენტეროლოგიური მკურნალობის საფუძველია. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ კვლევის მაღალტექნოლოგიურ მეთოდებს:

  • მუცლის ღრუს ორგანოთა ექოსკოპია
  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია
  • კოლონოსკოპია
  • კუჭ-ნაწლავის რენტგენოლოგიური კვლევა
  • მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია
  • მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  •  

საქართველოში გასტროინტესტინული პათოლოგიების მატება, სამედიცინო დაწესებულებში მომართვიანონბის ზრდას, დაავადების ადრეულ გამოვლენას და აღნიშნული დაავადებების მართვის გაუმჯობესებას უკავშირდება.

 

 

კუჭნაწლავის ტარქტის დაავადებების განვითარების ალბათობას შემდეგი რისკ-ფაქტორები უწყობს ხელს:

მოდიფიცირებული:

  • თამბაქოს მოხმარება
  • ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება
  • არასწორი კევბის რეჟიმი
  • ჰიპოდინამიური ცხოვრების წესი
  • ძილის დარღვევები
  • ფსიქოლოგიური და სოციო/ეკონომიური ფაქტორები

 

არამოდიფიცირებადი:

  • სქესი
  • ასაკი
  • ოჯახური ანამნეზი კუჭნაწლავის პათოლოგიების

თოდუს კლინიკაში ხელმისაწვდომია კუჭ-ნაწლავის დააავადებების სადიაგნოსტიკო (ინტრუმენტულ/ლაბორატორიული) საშუალებების ფართო სპექტრი.

 

 

 

გაზიარება