გინეკოლოგიის დეპარტამენტი - თოდუას ვერის ფილიალი

გინეკოლოგი - სოფიო კამლაძე

ყველაზე კარგი გინეკოლოგიური მომსახურება თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში — ჩვენი გუნდი გთავაზობთ ქალთა ჯანმრთელობის სრულ დიაგნოსტიკას, გინეკოლოგიური დაავადებების, ჰორმონალური დარღვევებისა და მენსტრუალური ციკლის პრობლემების მკურნალობას. ჩვენი მიზანია შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო თითოეული პაციენტისთვის.

თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში არსებული ულტრათანამედროვე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საშუალებას გვაძლევს კომპლექსურად მოხდეს პაციენტის კვლევა და დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

კონსერვატიული გინეკოლოგიის განყოფილებაში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:

 

  • ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია
  • გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პუბერტატულ, რეპროდუქციულ, პერიმენოპაუზალური ასაკის ქალებში და მათი მკურნალობა კლიმაქტერულ პერიოდსა და პოსტმენოპაუზალური პერიოდის დარღვევების მკურნალობა
  • პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობა
  • ენდომეტრიოზის მკურნალობა
  • პოლოცისტური საკვერცხის სინდრომის, აკნესა და ჭარბთმიანობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
  • ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების (კოლპიტი, - ადნექსიტი ენდო-მიომეტრიტის ) მკურნალობა
  • შარდის სტერესული შეუკავებლობის მკურნალობა
  • საშვილოსნოს ყელის, საშოს, ვულვისა და შორისი კიბოსწინარე და არაკიბოსწინარე პათოლოგიების თანამედროვე დიაგნოსტირება, მართვა და მკურნალობა. (სკრინინგული კველევები - პაპ ტესტი, კოლპოსკოპია, მაღალი ონკოტიპის პაპილომავირუსის გამოვლენა - HPV DNA test
  • კოლპოსკოპია
  • ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური კვლევა
  • საშვილოსნოს ყელის კრიოდესტრუქცია
  • საშვილოსნოს ყელის ლაზერული კონიზაცია

 

რა დაავადებებს მკურნალობს გინეკოლოგი?

ჩვენი სპეციალისტები წარმატებით მართავენ შემდეგ პათოლოგიებს:

  • საშვილოსნოს წარმონაქმნების, მიომის, ფიბროიდებისა და პოლიპების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • ენდომეტრიოზი: დაავადების მართვა ტკივილის შესამცირებლად და რეპროდუქციული ფუნქციის შესანარჩუნებლად.
  • საკვერცხის კისტები: სხვადასხვა ტიპის კისტების მონიტორინგი და თერაპია.
  • ციკლის დარღვევები: არარეგულარული, მტკივნეული ან ჭარბი მენსტრუალური ციკლის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა.
გაზიარება