ჰეპატოლოგიის დეპარტამენტი
ჰეპატოლოგიის განყოფილება - ეკატერინე დოლმაზაშვილი
თოდუას კლინიკის ჰეპატოლოგიურ დეპარტამენტში შესაძლებელია ღვიძლის ისეთი პათოლოგიებით პაციენტების კონსულტირება და დიაგნოსტიკა/მართვა, როგორიცაა ღვიძლის დარღვეული ფუნქციური სინჯები, ვირუსული ჰეპატიტები (A, B, C, D, E), ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება (მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ცხიმოვანი ღვიძლი), ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება, აუტოიმუნური ჰეპატიტი, პირველადი ბილიარული ქოლანგიტი (პირველადი ბილიარული ციროზი), პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი, ჰემოქრომატოზი, ვილსონის დაავადება, ღვიძლის ციროზი/პორტული ჰიპერტენზია და მისი გართულებები, სხვადასხვა ტიპის წარმონაქმნები ღვიძლში, ღვიძლის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ღვიძლის დაავადებები, როგორც წესი, მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ზოგადი, არასპეციფიური ჩივილებით, როგორიცაა მაგალითად საერთო სისუსტე ან დისკომფორტი მუცელში (მათ შორის ღვიძლის ციროზის საწყის სტადიაზე); შესაბამისად, გამოსავლენად ან გამოსარიცხად საჭიროებს ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარებას.
საჭიროების შემთხვევაში, ღვიძლის შორსწასული დაავადებით პაციენტებისთვის, კლინიკაში ხელმისაწვდომია მულტიდისციპლინარული მართვა, რაც უზრუნველყოფს კოპლექსურ, მაღალი ხარისხის და პაციენტისთვის კომფორტულ სერვისს.