კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგიის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ალექსანდრე ჩირინაშვილი

 

განყოფილებაში ტარდება კანის ყველა ტიპის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (კანის წარმონაქმნები, ხალები, პაპილომები, ანგიომები და ა.შ.) როგორც ფიზიკალური გასინჯვით, ასევე დერმატოსკოპის გამოყენებით.

განყოფილებაში ტარდება:

 

  •  კანის კიბოს დროს სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის ქირურგიული ოპერაციები, როგორც სიმსივნის ფართო ამოკვეთა ერთმომენტიანი       პლასტიკით ადგილობრივი ქსოვილების გამოყენებით, ასევე კანის თავისუფალი ნაფლეთის გადანერგვით
  •  მელანომის ქირურგიული მკურნალობა - მელანომის ფართო ამოკვეთა კანის გადანერგვით
  •  იღლიისქვეშა და საზარდულის ლიმფადენექტომიები კანის კიბოს და მელანომების მეტასტაზების დროს
  •  რბილქსოვილოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა (ფიბროლი პომა, ათერომა, ჰემანგიომა და სხვ.)
  •  ყველა ტიპის რბილქსოვილოვანი სარკომების ქირურგიული მკურნალობა
  •  რბილქსოვილოვანი სარკომების დროს კიდურის შემანარჩუნებელი ოპერაციები: სიმსივნის ამოკვეთა, კუნთისა და სისხლძარღვების აღდგენა
  •  ყველა ტიპის ამპუტაციები და ეგზარტიკულაციები შორსწასული რბილქსოვილოვანი და ძვლოვანი ავთვისებიანი პათოლოგიების დროს   კიდურებსა და თითებზე
  •  ძვლების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა
გაზიარება