კარდიოლოგიის დეპარტამენტი

თოდუას კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. განყოფილებაში ტარდება კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო გამოკვლევა.

 

 

 

კარდიოლოგია - ამბულატორიული მომსახურება

  • კარდიოლოგის კონსულტაცია
  • ელექტროკარდიოგრაფია 12 სტანდარტული განხრით
  • ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია
  • 24 სთ-იანი ეკგ მონიტორირება ჰოლტერის მეთოდით
  • 24 სთ-იანი წნევის მონიტორირება 
  • დატვირთვის სტრესს-ტესტი (ტრედმილით)
  • ლაბორატორული გამოკვლევები

 

 

კარდიოლოგიური განყოფილება აღჭურვილია TOSHIBA ARTIDA 4D ულტრა თანამედროვე ექოკარდიოგრაფით. ექსპერტული კლასის ციფრული კარდიოვასკულარული სისტემა მაღალი სიჩქარით ამუშავებს დიდი მოცულობის ინფორმაციას, რომელიც საჭიროა მაღალი გარჩევადობის 4D გამოსახულების შესაქმნელად რეალურ რეჟიმში, რთული-დეტალური კვლევის ჩასატარებლად. WMT (Wall Motion Tracking) ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია გულის კედლების მოძრაობაზე დაკვირვება სამ განზომილებაში. ამ აპარატზე გამოკვლევის დრო მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

 

 

24 სთ-იანი ეკგ მონიტორირება (ჰოლტერის მეთოდით) - იძლევა საშუალებას, გამოკვლეულ იყვნენ პაციენტები პოტენციური არითმოგენული ჩივილებით, სინკოპეს ეპიზოდებით (გონების დაკარგვა), გულის ორგანული პათოლოგიებით, ბრადიარითმიებით, AV-გამტარებლობის დარღვევებით და ა.შ.

 

24 სთ-იანი არტერიული წნევის მონიტორირება - საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ინფორმაცია ღამის საათებში (22:00-07:00 სთ-სთ) ა.წ.-ის მაჩვენებლების დაქვეითების შესახებ (ნორმალური, არასაკმარისი, ზომაზე მეტი, ღამის ჰიპერტენზია); იმის შესახებ, თუ როგორია ა.წ.-ის დილის  (4:00-10:00 სთ-სთ) მატების მაჩვენებლები; ვიღებთ ინფორმაციას  ა.წ.-ის ვარიაბელობის შესახებ; ნერვული სისტემის ა.წ.-ის მაჩვენებლებზე ზეგავლენის შესახებ. დგინდება ჰიპერტენზიის ხარისხი ადექვატური მკურნალობის დასანიშნათ, ხდება უკვე დანიშნული მკურნალობის შეფასება.

 

ელექტროკარდიოგრაფია (12 სტანდარტული განხრით) - უმარტივესი, მაგრამ დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა, მიოკარდის სუმარული ტრანსმემბრანული პოტენციალების აღრიცხვის მეთოდი. მისი საშუალებით ვავლენთ ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებს, როგორიცაა არითმია (წინაგულების ფიბრილაცია, ექსტრასისტოლია, პაროქსიზმული ტაქიკარდია...), გამტარებლობის დარღვევები (SA, AV-ბლოკადები, ჰისის კონის მარჯვენა და მარცხენა ფეხის ბლოკადები, WPW სინდრომი, ფრედერიკის სინდრომი). ინფორმატიულია გულის იშემიური დაავადების (გ.ი.დ.) დიაგნოსტიკისათვის (სტენოკარდია, ინფარქტი) და ა.შ.

 

 

დატვირთვის სტრეს - ტესტი (ტრედმილით) - წარმოადგენს საფეხურეობრივად მზარდ დოზირებულ დატვირთვას, რომლის დროსაც ხორციელდება სუბიექტური და ობიექტური სიმპტომების, ეკგ და არტერიული წნევის მუდმივი მონიტორირება. გამოიყენება შემდეგი მიზნებისათვის: გ.ი.დ.-ის  დიაგნოსტიკა, დაავადების სიმძიმის (რისკის შეფასება) პროგნოზირება  გ.ი.დ. დადგენილ ან სავარაუდო დიაგნოზიან პაციენტებში, მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილ ავადმყოფთა რისკის ადრეული შეფასება, ვაფასებთ სპეციფიურ კლინიკურ პოპულაციას იდენტიფიცირებული სქესის, ასაკისა და სხვა კარდიალური დაავადებებით ან ჩატარებული რევასკულარიზაციის შემდგომ.

 

 

 

          

 

ჩვენს სამედიცინო ცენტრში არსებული ყველა აღნიშნული კვლევის მეთოდები საშუალებას იძლევა ზუსტად და დროულად დაისვას დიაგნოზი და დაინიშნოს ადეკვატური მკურნალობა. გაირკვეს არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი, გამოვლინდეს არითმია, გ.ი.დ. (სტენოკარდია, ინფარქტი). ვმკურნალობთ და დინამიკაში ვაკვირდებით პაციენტებს კარდიომიოპათიით, პერიკარდიტით, მიოკადრიტით, გულის უკმარისობით, მიტრალური პროლაფსით, ტონზილო-კარდიალური სინდრომით და სხვა დიაგნოზებით.

 

კარდიოლოგია “თოდუას კლინიკაში” - გავრცელებული დაავადებები

 

1. კორონარული არტერიის დაავადება - არტერიები გულის კუნთს სისხლითა და ჟანგბადით ამარაგებს. ზოგჯერ, კორონარული არტერიები ვიწროვდება ან იბლოკება. ეს ხშირად იწვევს გულმკერდის ტკივილს, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა შეტევა გამოიწვიოს. 

2. გულის უკმარისობა - დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც გულს სისხლის გადატუმბვა უჭირს. ეს იწვევს დაღლილობას, ქოშინსა და სითხის შეკავებას. 

3. ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) - მაღალმა წნევამ შესაძლოა დროთა განმავლობაში გული და სისხლძარღვები დააზიანოს, რაც ინსულტისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების განვითარების რისკს ზრდის. დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ასეთი პრობლემები რთულად სამკურნალო ხდება. 

4. არითმია - გულის დაავადებების მკურნალობა სწორედ გულის რიტმის შემოწმებით იწყება. არითმია მდგომარეობაა, რომლის დროსაც გული არარეგულარულად - ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა მუშაობს. 
არსებობს რამდენიმე ტიპის არითმია: ბრადიკარდია - ნელი გულისცემა, ტაქიკარდია  - სწრაფი გულისცემა, არარიტმული არითმია - პულსის გამოტოვება (“ამოვარდნა”) და წინაგულთა ფიბრილაცია - ე.წ. მოციმციმე არითმია.

5. სარქვლოვანი დაავადებები - სარქვლოვანი დაავადება, იგივე მანკი, თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს სარქვლოვანი აპარატის ანატომიური აგებულებისა და ფუნქციის ცვლილება.

6. კარდიომიოპათია - გულის კუნთის დაავადებათა ჯგუფი, რომელიც ასუსტებს გულს და აფერხებს სისხლის გადატუმბვის პროცესს. 
გულის დაავადებების მკურნალობა “თოდუას კლინიკის” კარდიოლოგებთან შეგიძლიათ, რომლებიც თქვენს პრობლემას საფუძვლიანად შეისწავლიან და შემოგთავაზებენ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ სამკურნალო გეგმას. 

7. აორტის ანევრიზმა - სისხლძარღვის კედლის გაფართოება, რომლის დროსაც აორტის შუა შრის ელასტიკური ბოჭკოები ზიანდება. ასეთ დროს ფიბროზული ქსოვილი გულის შეკუმშვის შემდეგ ბოლომდე ვერ უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ანევრიზმის დიაგნოსტიკისას, ძირითადად, რენტგენოგრამა გამოიყენება. კარდიოლოგია ამ დაავადებას ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გულის დაავადებად მიიჩნევს. 

 

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

გულის დაავადებების მკურნალობა კომპლექსური პროცესია, სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კარდიოლოგთან დროული კონსულტაცია. 


სიმპტომები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ექიმს უნდა მიაკითხოთ შემდეგნაირად გამოიყურება: 

- დისკომფორტი და ტკივილი გულ-მკერდის არეში - თუ გულ-მკერდის არეში მუდმივ დისკომფორტს განიცდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თან ახლავს შეკუმშვა ან წნევის მსგავსი შეგრძნება, ეს შეიძლება სტენოკარდია ან შეტევის გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს. 

- ჰაერის უკმარისობა - აუხსნელი ქოშინი, განსაკუთრებით მსუბუქი აქტივობების ან დასვენების დროს, შესაძლოა მიუთითებდეს გულის უკმარისობაზე. კარდიოლოგი ასეთი სიმპტომის არსებობის შემთხვევაში გულის ფუნქციას აფასებს.

- ფეხების შეშუპება - ფეხებისა და ტერფების არეში შეშუპება შეიძლება მიუთითებდეს გულის უკმარისობაზე, რადგან დასუსტებულ გულს სისხლის ეფექტურად გადატუმბვა უჭირს.

- მაღალი წნევა - მუდმივად მაღალი არტერიული წნევა გულთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის რისკ-ფაქტორია. კარდიოლოგი დაგეხმარებათ როგორც ჰიპერტენზიის მართვასა და მკურნალობაში, ისე სხვა კარდიოლოგიური დაავადებების რისკების შემცირებაში. გულის დაავადებების მკურნალობა, ფაქტობრივად, წარმოდგენელია წნევის კონტროლის გარეშე. 


- ზედმეტად სწრაფი ან ნელი გულისცემა - შენელებული (ბრადიკარდია) ან მუდმივად აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია) არითმიის ნიშანია. არითმია სისხლის გადატუმბვის უნარს ასუსტებს, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, გულის უკმარისობას იწვევს. ხშირ შემთხვევაში, არითმია სისხლის შედედების პროცესს აფერხებს. დროული დიაგნოსტიკა და ცხოვრების წესის ცვლილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას.

კარდიოლოგია მედიცინის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა, “თოდუას კლინიკაში” კი გულის დაავადებებთან დაკავშირებულ კონსულტაციას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები გაგიწევენ. 

გაზიარება