კარდიოლოგიის დეპარტამენტი - გულ-სისხლძარღვთა სისტემის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - თამარ ჭიხორია
საუკეთესო კარდიოლოგიური მომსახურება თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში - ჩვენ გთავაზობთ სრულ სპექტრს: კარდიოგრამას, გულის ექოსკოპიასა და კვალიფიციურ კონსულტაციას. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მკურნალობის საუკეთესო ტაქტიკას გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის.
ამბულატორიული მომსახურება:
თოდუას კლინიკაში ხელმისაწვდომია გულ-სისხლძარღვთა პრობლემების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით:
- კარდიოლოგის კონსულტაცია
- კარდიოგრამა (ეკგ): გულის ელექტრული აქტივობის სწრაფი და ზუსტი კვლევა.
- გულის ექოსკოპია (ექოკარდიოსკოპია): გულის სტრუქტურის, სარქვლოვანი აპარატისა და ფუნქციური მაჩვენებლების ვიზუალიზაცია.
- ელექტროკარდიოგრაფია 12 სტანდარტული განხრით
- ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია
- 24 სთ-იანი ეკგ მონიტორირება ჰოლტერის მეთოდით
- დატვირთვის სტრესს-ტესტი (ტრედმილით)
- ლაბორატორული გამოკვლევები
24 სთ-იანი ეკგ მონიტორირება (ჰოლტერის მეთოდით) - კვლევის მეთოდია რომელიც გულისხმობს ელექტროკარდიოგრამის უწყვეთ ჩაწერას 24-48 სთ განმავლობაში, აღნიშნული გამოკვლევებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გულის რითმის დარღვევების ,ასევე სიცოცხლისთვის საშიში არითმიები, ბლოკადები, გულის იშემიური დააავადებების აღმოჩენას.
ელექტროკარდიოგრაფია (12 სტანდარტული განხრით)- ელექტროკარდიოგრაფია საშუალებას იძლევა, სწრაფად განხორციელდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათათვის დამახასიათებელი სიმპტომების სარწმუნო დიფერენცირება, ზუსტად დადგინდეს არა მარტო ზოგადად პათოლოგია, არამედ მისი კონკრეტული სახეობა.
დატვირთვის სტრეს - ტესტი (ტრედმილით) - წარმოადგენს გარკვეული სიჩქარით მოძრავ ბილიკს რომელიც აიძულებს გულის მუშაობა თანდათან უფრო გაძლიერდეს. ელექტროკარდიოგრამა (ECG) აკონტროლებს გულის ელექტრულ რითმს და ელექტროკარდიოგრაფიულ ცვლილბებს ასევე არის თუ არა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულმკერდის დისკომფორტი ან დაღლილობა. რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ იშემიური ცვლილებების და რიტმის დარღვევის არსებობა.
კარდიოლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია CANON APLIO I 700 ულტრა თანამედროვე ექოკარდიოგრაფით. ექოკარდიოგრაფია წარმოადგენს გულის ულტრაბგერით კვლევას რისი საშუალებითაც ხდება გულის ღრუების, სარქველებისა და სხვა სტრუქტურების დათვალიერება, გულის კუნთის კუმშვადობისა და ფუნქციური მაჩვენებლების შეფასება.
რა დაავადებებს მკურნალობს კარდიოლოგი?
ჩვენი სპეციალისტები წარმატებით მართავენ ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა:
- კორონარული არტერიის დაავადება: გულის კუნთის სისხლმომარაგების დარღვევა.
- არითმია: გულის რიტმის სხვადასხვა ტიპის დარღვევები.
- არტერიული ჰიპერტენზია: მაღალი არტერიული წნევის მართვა და გართულებების პრევენცია.
- გულის უკმარისობა: მდგომარეობა, როდესაც გული ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმის ადეკვატურ სისხლმომარაგებას.
- კარდიომიოპათია: გულის კუნთის სტრუქტურული ცვლილებებით მიმდინარე დაავადებები.
