კლინიკური ლაბორატორია

განყოფილების ხელმძღვანელი - მანანა ახვლედიანი

 

კლინიკურ ლაბორატორიაში ტარდება: ბიოქიმიური, ჰემატოლოგიური, სისხლის შედედების სისტემის შესწავლა, შარდის მრავალმოდულიანი ანალიზი, ბიოლოგიური სითხეების შემადგენლობის განსაზღვრა ბიოქიმიური და პოლარიზაციული მეთოდებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კლინიკურ ლაბორატორიაში ტარდება:

 

  • ბიოქიმიური გამოკვლევები - ფერმენტები, ნახშირწყლები, ცილები და ლიპიდების მეტაბოლიზმი, ჰომოცისტეინი, ამიაკი, ანტიოქსიდანტები განისაზღვრება  ავტომატურ ანალიზატორებზე COBAS c 311 და COBAS INTEGRA 400 PLUS(ROCHE DIAGNOSTICS , ელექტროლიტები -  EASYLYTE(MEDICA) მეშვეობით.
  • ჰემატოლოგიური გამოკვლევები - სრულდება რეგიონში ანალოგის არმქონე უახლესი თაობის ჰემატოლოგიური ანალიზატორზე  (CBC+DIFF)         SYSMEX  XN1500 და SYSMEX  XT4000i. ერთ სისტემაში რამოდენიმე შერწყმული მოდული - მთვლელი, სისხლის ნაცხების შეღებვისა და უჯრედების ვიზუალიზაცია. ანთებითი პროცესის დიაგნოსტიკის ახალი მაჩვენებლები. ანომალური უჯრედების კლასიფიკაცია. თრომბოციტების გამოთვლის მაქსიმალური სიზუსტე (იმპედანსი, ფლუორესცენცია). ედს განსაზღვრა ვესტერგრინის მეთოდით VACUETTE (GREINER BIO-ONE)
  • სისხლის შედედების სისტემის შესწავლა - წარმოებს კოაგულოლოგიური ანალიზატორების STA COMPACT MAX 3  და  STA COMPACT (DIAGNOSTICA STAGO) მეშვეობით - სისხლის შედედების პარამეტრების გამოკვლევის  ქრომოგენური, კლოტინგური და იმუნოლოგიური მეთოდების მარტივი და უჭკვიანესად მოფიქრებული  შერწყმა საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ  თრომბოფილიის, ანტიკოაგულანტების მოქმედების კონტროლის, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის, ჰემოფილიის, ვილებრანდის დაავადების, დიკ სინდრომისა,  ქირურგიული  და ონკოლოგიური პაციენტების მონიტორინგი.
  • შარდის მრავალმოდულიანი ანალიზი -  SYSMEX  UF3500, UF4000 ,UD10 - შარდის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, ფორმიანი ელემენტების, მარილოვანი კრისტალების, ბაქტერიებისა(გრამ დადებითი, უარყოფითი) და საფუარის მსგავსი უჯრედების ერთდროული აღმოჩენა.
  • ბიოლოგიური სითხეების შემადგენლობის განსაზღვრა ბიოქიმიური და პოლარიზაციული მეთოდებით (ლიქვორი, პლევრისა და  სინოვიალური სითხე და სხვ).

 

 

 

 

   

სამეცნიერო მიმართულება:

 

  • გულ-სისხლძარღვთა, ცენტრალური ნერვული სისტემისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ონკოლოგიურ პათოლოგიათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის უახლესი ლაბორატორიული ტექნოლოგიების ინფორმაციულობის გამოვლენა.
  • ხარისხის გარე კონტროლის საერთაშორისო სისტემაში მონაწილეობა INSTAND (გერმანია)
  • ლაბორატორიის ბაზაზე სრულდება თსსუ სარეზიდენტო და პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა სპეციალობაში “ლაბორატორიული მედიცინა”
გაზიარება