კლინიკური ლაბორატორია ვერის ფილიალში
თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის კლინიკურ ლაბორატორიაში ტარდება: ბიოქიმიური, ჰემატოლოგიური, სისხლის შედედების სისტემის შესწავლა, იმუნოლოგია, შარდის მრავალმოდულიანი ანალიზი, ბიოლოგიური სითხეების შემადგენლობის განსაზღვრა ბიოქიმიური და პოლარიზაციული მეთოდებით.
კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორიაში ტარდება:
- ბიოქიმიური გამოკვლევები - ფერმენტები, ნახშირწყლები, ცილები და ლიპიდების მეტაბოლიზმი, ჰომოცისტეინი, ამიაკი, ანტიოქსიდანტები განისაზღვრება ავტომატურ ანალიზატორებზე COBAS c 311 და (ROCHE DIAGNOSTICS), ელექტროლიტები - EASYLYTE(MEDICA) მეშვეობით.
- ჰემატოლოგიური გამოკვლევები - სრულდება რეგიონში ანალოგის არმქონე უახლესი თაობის ჰემატოლოგიური ანალიზატორზე (CBC+DIFF) SYSMEX XN1000 ხდება სისხლის ნაცხების შეღებვისა და უჯრედების ვიზუალიზაცია. ანთებითი პროცესის დიაგნოსტიკის ახალი მაჩვენებლები. ანომალური უჯრედების კლასიფიკაცია. თრომბოციტების გამოთვლის მაქსიმალური სიზუსტე (იმპედანსი, ფლუორესცენცია). ედს განსაზღვრა ვესტერგრინის მეთოდით VACUETTE (GREINER BIO-ONE)
- სისხლის შედედების სისტემის შესწავლა - წარმოებს კოაგულოლოგიური ანალიზატორის STA COMPACT MAX 3 საშუალებით (DIAGNOSTICA STAGO) სისხლის შედედების პარამეტრების გამოკვლევის ქრომოგენური, კლოტინგური და იმუნოლოგიური მეთოდების მარტივი და უჭკვიანესად მოფიქრებული შერწყმა საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ თრომბოფილიის, ანტიკოაგულანტების მოქმედების კონტროლის, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის, ჰემოფილიის, ვილებრანდის დაავადების, დიკ სინდრომისა, ქირურგიული და ონკოლოგიური პაციენტების მონიტორინგი.
- შარდის ანალიზი - SYSMEX US100 - შარდის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, ფორმიანი ელემენტების, მარილოვანი კრისტალების, ბაქტერიებისა (გრამ დადებითი, უარყოფითი) და საფუარის მსგავსი უჯრედების ერთდროული აღმოჩენა, შარდში ცილა კრეატინინისა და ალბუმინ/ კრეატინინის შეფარდებით თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა
- ბიოლოგიური სითხეების შემადგენლობის განსაზღვრა ბიოქიმიური და პოლარიზაციული მეთოდებით (ლიქვორი, პლევრისა და სინოვიალური სითხე და სხვ).
სამეცნიერო მიმართულება:
- გულ-სისხლძარღვთა, ცენტრალური ნერვული სისტემისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ონკოლოგიურ პათოლოგიათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის უახლესი ლაბორატორიული ტექნოლოგიების ინფორმაციულობის გამოვლენა.
- ხარისხის გარე კონტროლის საერთაშორისო სისტემაში მონაწილეობა INSTAND (გერმანია) RANDOX - RIQAS UK
- ლაბორატორიის ბაზაზე სრულდება თსსუ სარეზიდენტო და პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა სპეციალობაში “ლაბორატორიული მედიცინა”