საოპერაციო და ქირურგიული სტაციონარი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მალხაზ ქოქოსაძე

 

დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე ქირურგიული აპარატურით:

 

  • Olympus 4K Laparascopy 
  • Storz Arthroscopy
  • Covedien LigaSure FT10
  • ZEISS OPMI PENTERO with integrated BLUE 400 module
  • Siemens Arcadis Avantic
  • Söring Cavitron Ultrasonic Surgical Aspirator (CUSA)

კლინიკური განყოფილება წარმოდგენილია ორ სართულზე, სადაც განთავსებულია 36 საწოლი. სტაციონარული მომსახურეობა საშუალებას იძლევა მკურნალობა წარიმართოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოსალოდნელ გართულებებს და ხელს უწყობს ყველაზე რთული პოსტ-ოპერაციული მდგომარეობის დაძლევაში. სტაციონარის პირობებში პაციენტებს უტარდებათ მაღალხარისხიანი მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უახლესი კლინიკური რეკომენდაციების და პროტოკოლების მიხედვით. თოდუას კლინიკაში არსებული უახლესი დიაგნოსტიკურ-ლაბორატორული და ინსტრუმენტული კვლევები საშუალებას აძლევს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მულტიდისციპლინურ გუნდს დინამიურ რეჟიმში შეაფასოს პაციენტთა მდგომარეობა.

 

 

კლინიკურ განყოფილებაში შედის:

  • თორაკო-აბდომინური ჯგუფი
  • ქირურგიული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილება
  • ქირურგიული უროლოგიის განყოფილება
  • ქირურგიული გინეკოლოგიის განყოფილება
  • კანისა და რბილი ქსოვილების განყოფილება
  • თავ-კისრის ქირურგიის განყოფილება
  • ქირურგიული პროქტოლოგია
  • ნეიროქირურგიის განყოფილება
  • ქირურგიული მამოლოგიის განყოფილება
  • ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილება

 

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, ფუნქციონირებს ხუთი საოპერაციო ბლოკი. განყოფილებაში ტარდება ყველა სახის ლაპაროსკოპიული ოპერაციები.

 

გაზიარება