კლინიკური კვლევების დეპარტამენტი

კლინიკური კვლევები პაციენტებისთვის

 

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელიმე, შესაძლოა თოდუას კლინიკაში მიმდინარე კლინიკური კვლევა თქვენთვის შესაბამისი იყოს.

 

 

მიმდინარე კლინიკური კვლევები (პაციენტების მიღება მიმდინარეობს)

 

ონკოლოგია

ფილტვის კიბო

ძუძუს კიბო

კუჭის კიბო

 ნაწლავის კიბო

მელანომა

ენდომეტრიუმის კიბო

 

გინეკოლოგია

  • საშვილოსნოს პათოლოგიური  სისხლდენა

 

რევმატოლოგია

  • ფსორიაზული ართრიტი

ენდოკრინოლოგია

  • გრეივსის დაავადება
  • სიმსუქნე

 

 ორთოპედია

  • თრომბოზის პროფილაქტიკა მუხლის ტოტალური პროთეზირების დროს

 

 

 

როგორ გავიგო, შემიძლია თუ არა კვლევაში მონაწილეობა?

 

თუ თქვენს დიაგნოზს ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს შორის ხედავთ, მიმართეთ თოდუას კლინიკის კლინიკური კვლევების განყოფილებას.

 

ჩვენი კლინიკური კვლევების გუნდი შეაფასებს თქვენს სამედიცინო ისტორიას, გადაამოწმებს ძირითად კრიტერიუმებს და გაცნობებთ, შეესაბამება თუ არა რომელიმე კლინიკური კვლევა თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: პირველადი კონსულტაცია არ ნიშნავს კლინიკურ კვლევაში  ჩართვას. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კვლევის პროტოკოლით განსაზღვრული ჩართვისა და გამორიცხვის ყველა კრიტერიუმის შეფასების შემდეგ.

 

 

 კლინიკური კვლევების დეპარტამენტის შესახებ

 

თოდუას კლინიკის კლინიკური კვლევების დეპარტამენტში ტარდება I–IV ფაზის საერთაშორისო კლინიკური კვლევები. დეპარტამენტი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს კლინიკური კვლევის ყველა ეტაპის მაღალხარისხიან შესრულებას.

 

ჩვენი მრავალპროფილური გუნდი აერთიანებს გამოცდილ მკვლევარებს, კვლევის კოორდინატორებს, ფარმაცევტებსა და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაწილეთა უსაფრთხოებასა და კვლევების ხარისხიან განხორციელებას საერთაშორისო GCP, ICH და FDA-ის მოთხოვნების შესაბამისად.

 

დეპარტამენტს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან და კონტრაქტორ კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და წარმატებით გავლილი აქვს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) არაერთი ინსპექტირება.

 

კლინიკა უზრუნველყოფს სრულ ინფრასტრუქტურას კლინიკური კვლევებისთვის, მათ შორის თანამედროვე ლაბორატორიას, ვიზუალიზაციისა და დიაგნოსტიკის სრულ სპექტრს, უსაფრთხო ფარმაცევტულ საცავს, ბიოლოგიური მასალის შენახვის სისტემებს, მუდმივ ტემპერატურულ მონიტორინგს, სარეზერვო ენერგომომარაგებასა და მონიტორინგისა და აუდიტის ვიზიტებისთვის სრულად აღჭურვილ სამუშაო გარემოს.

 

კვლევის ყველა ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მონაწილეთა უსაფრთხოება, ეთიკური სტანდარტების დაცვა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.

 

 

 

 

გაზიარება