კლინიკური ლაბორატორია დიღმის ფილიალში

თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის კლინიკურ ლაბორატორიაში სრულდება: ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, ჰემატოლოგიური, სისხლის შედედების სისტემის შემსწავლელი და შარდის მრავალმოდულიანი ანალიზები, ასევე ბიოლოგიური სითხეების შემადგენლობის განსაზღვრა ბიოქიმიური და პოლარიზაციული მეთოდებით.

 

Cobas E-411 - სრულად ავტომატიზირებული იმუნოქემილუმინესცენტურ მეთოდზე დაფუძნებული ანალიზატორი აღჭურვილია მრავალფეროვანი ტესტ-პანელებით:

 

 

იმუნოლოგიური გამოკვლევები

 

  • ჰორმონალური ფერტილობა
  • თირეოიდული და პარათირეოიდული ჯირკვლის ჰორმონები
  • ჰიპოფიზის ჰორმონები
  • მეტაბოლური დარღვევები
  • კარდიალური მარკერები
  • ანთების მარკერები
  • სიმსივნის მარკერები
  • ორსულობის მონიტორინგი
  • ვიტამინები
  • ინფექციური დაავადებები
  • ჰეპატიტები
  • ადამინის იმუნოდეფიციტის სინდრომი
  • უროგენიტალური ინფექციები
  • რევმატოლოგიური დაავადებები - ანთებითი და დეგენერაციული
  • სისხლისა და სისხლძარღვების დაავადებები
  • თრომბოზებისა და ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მარკერები
  • გასტროენტეროლოგიური დაავადებები
  • მეტაბოლური დაავადებები რევმატოიდული დისფუნქციით
  • ბიოქიმიური გამოკვლევები-ფერმენტები, ნახშირწყლები, ცილები და ლიპიდების მეტაბოლიზმი, ჰომოცისტეინი, ამიაკი, ანტიოქსიდანტები განისაზღვრება  ავტომატურ ანალიზატორებზე COBAS c 311 და  (ROCHE DIAGNOSTICS), ელექტროლიტები -  EXIAS მეშვეობით.
  • ჰემატოლოგიურიგამოკვლევები - სრულდება უახლესი თაობის ჰემატოლოგიური ანალიზატორზე (CBC+DIFF) SYSMEX XN1000 ხდება სისხლის ნაცხების შეღებვისა და უჯრედების ვიზუალიზაცია. ანთებითი პროცესის დიაგნოსტიკის ახალი მაჩვენებლები. ანომალური უჯრედების კლასიფიკაცია. თრომბოციტების გამოთვლის მაქსიმალური სიზუსტე, ედს-ის განსაზღვრა ვესტერგრინის მეთოდით (SABIO).
  • სისხლის შედედების სისტემის შესწავლა - წარმოებს კოაგულოლოგიური ანალიზატორის STA COMPACT MAX 3 საშუალებით (DIAGNOSTICA STAGO) სისხლის შედედების პარამეტრების გამოკვლევის ქრომოგენური, კლოტინგური და იმუნოლოგიური მეთოდების მარტივი და უჭკვიანესად მოფიქრებული შერწყმა საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ თრომბოფილიის, ანტიკოაგულანტების მოქმედების კონტროლის, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის, ჰემოფილიის, ვილებრანდის დაავადების, დიკ სინდრომისა, ქირურგიული  და ონკოლოგიური პაციენტების მონიტორინგი.
  • შარდის ანალიზი - SYSMEX US100 - შარდის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, ფორმიანი ელემენტების, მარილოვანი კრისტალების, ბაქტერიებისა (გრამ დადებითი, უარყოფითი) და საფუარის მსგავსი უჯრედების ერთდროული აღმოჩენა, შარდში ცილა კრეატინინისა და ალბუმინ/ კრეატინინის შეფარდებით თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა
  • ბიოლოგიურისითხეების შემადგენლობის განსაზღვრა ბიოქიმიური და პოლარიზაციული მეთოდებით (ლიქვორი, პლევრისა და სინოვიალური სითხე და სხვ).

  

 

 

 

სამეცნიერო მიმართულება:

 

გულ-სისხლძარღვთა, ცენტრალური ნერვული სისტემისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ონკოლოგიურ პათოლოგიათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის უახლესი ლაბორატორიული ტექნოლოგიების ინფორმაციულობის გამოვლენა.

 

ხარისხის გარე კონტროლის საერთაშორისო სისტემაში მონაწილეობა INSTAND (გერმანია) RANDOX - RIQAS UK

ლაბორატორიის ბაზაზე სრულდება თსსუ სარეზიდენტო და პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა სპეციალობაში “ლაბორატორიული მედიცინა.

 

გაზიარება