კომპიუტერული ტომოგრაფია თოდუას კლინიკაში - ვერის ფილიალი

კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში - ჩვენ გთავაზობთ თავის, გულ-მკერდის, მუცლის ღრუს, ხერხემლის ან მთლიანი სხეულის მაღალტექნოლოგიურ კვლევებს.

 

SIEMENS-ის უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფია - Somatom Definition Edge უზრუნველყოფს სწრაფ შედეგებსა და მაქსიმალურად ზუსტ დიაგნოსტიკას ნებისმიერ სირთულის შემთხვევაში.

აღნიშნული აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფა, შესაძლებელს ხდის გამოსახულების უმაღლესი ხარისხის მისაღებად, ყველაზე დაბალი დასხივების დოზის შერჩევას.

 

 

რა ორგანოების კტ კვლევა ტარდება?

თოდუას კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება სხვადასხვა პათოლოგიების გამოსავლენად. ვერის ფილიალში ხელმისაწვდომია:

  • თავის ტვინის, ქალას ძვლების, პარანაზალური წიაღების, ხერხემლის სვეტის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა
  • გულმკერდის, მუცლისა და მცირე მენჯის ღრ კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა
  • ფილტვების დაბალდოზირებული კვლევა
  • თავისა და კისრის მაგისტრალური არტერიების, აორტის, პერიფერიული სისხლძარღვების, ასევე ფილტვის არტერიების კტ-ანგიოგრაფია
  • კტ-დენსიტომეტრია - ოსტეოპოროზის ხარისხის დადგენა ძვლის მინერალური სიმკვრივის რაოდენობრივი შეფასების გზით

 

გაზიარება