მცირე ინვაზიური, ბარიატრიული, მეტაბოლური და ონკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი - გიორგი ზურაბაშვილი

 

მცირე ინვაზიური აბდომინალური ონკოქირურგიისა და ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებების თანამედროვე ქირურგიულ მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დეპარტამენტში მკურნალობა ეფუძნება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მულტიდისციპლინურ მიდგომას.

 

დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტია თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად დაგეგმილი მკურნალობა, რომელიც საერთაშორისო კლინიკური გაიდლაინების, თანამედროვე ქირურგიული ტექნოლოგიებისა და მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე განისაზღვრება.

 

ოპერაციების უმრავლესობა სრულდება მცირე ინვაზიური (ლაპაროსკოპიული) მეთოდით, რაც ამცირებს ოპერაციულ ტრავმას, პოსტოპერაციულ ტკივილს, სისხლის დანაკარგსა და გართულებების რისკს, ამოკლებს ჰოსპიტალიზაციის პერიოდს და ხელს უწყობს პაციენტის სწრაფ რეაბილიტაციას.

 

ჩვენი მიმართულებები

 

მცირე ინვაზიური (ლაპაროსკოპიული) ქირურგია

დეპარტამენტში ტარდება მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებების ფართო სპექტრის ლაპაროსკოპიული ოპერაციები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით.

 

 

მცირე ინვაზიური ქირურგიის უპირატესობები:

  • მცირე ოპერაციული ტრავმა;

  • ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილი;

  • სისხლის დანაკარგის შემცირება;

  • ინფექციური გართულებების დაბალი რისკი;

  • სწრაფი რეაბილიტაცია;

  • ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია;

  • უკეთესი კოსმეტიკური შედეგი;

  • ყოველდღიურ ცხოვრებასთან სწრაფი დაბრუნება.

 

ბარიატრიული ქირურგია

სიმსუქნე წარმოადგენს ქრონიკულ, პროგრესირებად და მრავალფაქტორულ დაავადებას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის II ტიპის შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ძილის აპნოეს, დისლიპიდემიის, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების, გულ-სისხლძარღვთა და სხვა თანმხლები დაავადებების განვითარების რისკს.

ბარიატრიული ქირურგია წარმოადგენს სიმსუქნის მკურნალობის თანამედროვე და ეფექტურ მეთოდს, რომლის მიზანია არა მხოლოდ წონის კლება, არამედ მეტაბოლური მდგომარეობის გაუმჯობესება, თანმხლები დაავადებების კონტროლი ან რემისიის მიღწევა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

 

 

დეპარტამენტში სრულდება:

  • Sleeve Gastrectomy;

  • Roux-en-Y Gastric Bypass;

  • One Anastomosis Gastric Bypass (OAGB);

  • Single Anastomosis Duodeno-Ileal Bypass with Sleeve Gastrectomy (SADI-S);

  • Revisional Bariatric Surgery.

 

აბდომინალური ონკოქირურგია

დეპარტამენტში ტარდება მუცლის ღრუსა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ონკოლოგიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა თანამედროვე ონკოლოგიური პრინციპებისა და საერთაშორისო კლინიკური რეკომენდაციების სრული დაცვით.

ონკოლოგიურად დასაშვებ შემთხვევებში უპირატესობა ენიჭება მცირე ინვაზიურ ქირურგიულ მეთოდებს.

 

 

ძირითადი მიმართულებები:

  • კუჭის ონკოქირურგია;

  • მსხვილი და სწორი ნაწლავის ონკოქირურგია;

  • წვრილი ნაწლავის ონკოქირურგია;

  • ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ონკოქირურგია;

  • მუცლის ღრუს სხვა ონკოლოგიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა.

 

რევიზიული ბარიატრიული ქირურგია

დეპარტამენტში სრულდება რევიზიული (განმეორებითი) ბარიატრიული ოპერაციები იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ არასაკმარისი წონის კლება, წონის ხელახალი მატება, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, ანატომიური ცვლილებები ან სხვა პოსტოპერაციული გართულებები.

 

მულტიდისციპლინური მიდგომა

დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს ენდოკრინოლოგებთან, გასტროენტეროლოგებთან, ონკოლოგებთან, რადიოლოგებთან, ანესთეზიოლოგებთან, დიეტოლოგებთან, პათომორფოლოგებთან და რეაბილიტაციის სპეციალისტებთან, რაც უზრუნველყოფს თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად დაგეგმილ და კომპლექსურ მკურნალობას.

ბარიატრიული ქირურგიის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოპერაციამდელ მომზადებას, მეტაბოლური მდგომარეობის შეფასებას, ოპერაციის შემდგომ კვებით მხარდაჭერასა და გრძელვადიან მეთვალყურეობას.

 

დეპარტამენტის უპირატესობები

  • თანამედროვე მცირე ინვაზიური (ლაპაროსკოპიული) ქირურგიული ტექნოლოგიები;

  • საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებული მკურნალობა;

  • მცირე ინვაზიური, აბდომინალური ონკოქირურგიისა და ბარიატრიული ქირურგიის ინტეგრირებული მიდგომა;

  • რთული და რევიზიული ოპერაციების ჩატარების გამოცდილება;

  • მულტიდისციპლინური გუნდი;

  • სრული პრეოპერაციული და პოსტოპერაციული მართვა;

  • გრძელვადიანი მეთვალყურეობა და მკურნალობის შედეგების შეფასება.

 

ჩვენი მიზანია თითოეულ პაციენტს შევთავაზოთ თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური ქირურგიული მკურნალობა, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის, ფუნქციური მდგომარეობისა და ცხოვრების ხარისხის გრძელვადიან გაუმჯობესებას.

გაზიარება