ნევროლოგიის დეპარტამენტი
განყოფილების ხელმძღვანელი - დალი ბერულავა
ნეიროდიაგნოსტიკის/ნევროლოგიის დეპარტამენტი გთავაზობთ ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის და კონსერვატიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდეს. ჩვენი ექიმები მუშაობენ ნეირორადიოლოგიის და ნეიროქირურგიის განყოფილებებთან მჭიდრო კავშირში, რაც უზრუნველყოფს პრობლემისადმი კომპლექსურ, მულტიდისციპლინურ მიდგომას.
განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით:
- ტრანსკრანიალური დოპლერი - Nicolet Companion
- ტრანსკრანიალური დოპლერი ემბოლოდეტექციით - PionerTC8080 Nicolet Biomedical
- დიგიტალური ელექტროენცეფალოგრაფი - Sigma Medizin Technik
ნევროლოგია მედიცინის სფეროა, რომელიც ნერვულ სისტემაში არსებულ პათოლოგიებს შეისწავლის. ტერმინი ნევროლოგია ორი სიტყვის კომბინაციაა - "neuron" ნერვს ნიშნავს, “logia” კი - შესწავლას.
ნევროლოგია ისეთ დაავადებებს იკვლევს, როგორიცაა ეპილეფსია, ინსულტი, გაფანტული სკლეროზი და ნეიროდეგენერაციული დაავადებები (ალცჰაიმერი და პარკინსონი).
ნევროლოგია “თოდუას კლინიკის” ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა, შესაბამისად, პაციენტების სამკურნალოდ კლინიკა ულტრათანამედროვე აპარატურასა და მიდგომებს იყენებს.
დეპარტამენტში ტარდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
- თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები
- თავის ტკივილი
- ნევროზი
- ეპილეფსია
- სხვადასხვა სახის დემენცია და კოგნიტური დარღვევები
- ძილის დარღვევები
- ხერხემლის სვეტის და ზურგის ტვინის სხვადასხვა დაზიანებები
- ცენტრალური და ნერვული სისტემის ონკოლოგიური პათოლოგიები
ნეიროდიაგნოსტიკის განყოფილებაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები, რომლებიც არამარტო უზრუნველყოფენ დაავადების მაქსიმალურად ეფექტურ დიაგნოსტიკას და მკურნალობას, არამედ გამოირჩევიან პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით და მზრუნველობით.
თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები, ძირითადად იშემიურ ინსულტს, ჰემორაგიულ ინსულტს, ცერებრალურ ანევრიზმებს, არტერიოვენურ მალფორმაციებსა და ტრანზიტორულ იშემიურ შეტევებს მოიცავს.
თავის ტკივილი შესაძლოა მრავალი პრობლემის სიმპტომი იყოს, მათ შორის შაკიკის, სხვადასხვა ინფექციების, სისხლძარღვთა პრობლემებისა და ნევროლოგიური დარღვევების. ზუსტი დიაგნოზი მსგავსი სიმპტომის არსებობისას ზუსტი დიაგნოზი აუცილებელია, რათა სამედიცინო სპეციალისტებმა მკურნალობის ეფექტური გეგმის შემუშავება შეძლონ.
ნევროზის მთავარი სიმპტომი შფოთვა და ყოველდღიურ სტრესთან გამკლავების სირთულეა. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა მეტად ეფექტურს ხდის როგორც კოგნიტიურ-ბიჰევიორალურ თერაპიას, ისე მედიკამენტოზურ მკურნალობას.
ეპილეფსია თავისი სიმპტომატიკით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე, სწორედ ამიტომ უნდა ჩანიშნოთ ვიზიტი ნევროლოგთან თუ ამ დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომები გაწუხებთ.
სხვადასხვა სახის დემენციისა და კოგნიტიური დარღვევების მკურნალობაში ნევროლოგია გადამწყვეტ როლს თამაშობს. რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის დროული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
ძილის დარღვევების გამომწვევი მიზეზი, ხშირად ნევროლოგიური პრობლემებია. სპეციალისტები ასეთ დროს ხშირად სვამენ ინსომნიის, ძილის აპნოეს, ნარკოლეფსიისა და მოუსვენარი ფეხების სინდრომის დიაგნოზს.