ნევროლოგიის დეპარტამენტი თოდუას ვერის ფილიალში - საუკეთესო ნერვოლოგი
ნევროლოგიის დეპარტამენტი
საუკეთესო ნევროლოგიური მომსახურება თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში. ჩვენ გთავაზობთ თავის ტკივილის, ნევროზისა და სხვა ნევროლოგიური პათოლოგიების კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ჩაეწერეთ კონსულტაციაზე და მიიღეთ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.
რა დაავადებებს მკურნალობს ნევროლოგი?
თოდუას კლინიკის ნევროლოგიური განყოფილება უზრუნველყოფს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების მართვას:
- თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები
- თავის ტკივილი
- ნევროზი
- ეპილეფსია
- სხვადასხვა სახის დემენცია და კოგნიტური დარღვევები
- ძილის დარღვევები
- ხერხემლის სვეტის და ზურგის ტვინის სხვადასხვა დაზიანებები
- ცენტრალური და ნერვული სისტემის ონკოლოგიური პათოლოგიები
დიაგნოსტიკის მეთოდები
ზუსტი დიაგნოზისთვის ჩვენ ვიყენებთ კვლევის მაღალტექნოლოგიურ მეთოდებს:
- ნევროლოგიური გამოკვლევა: რეფლექსების, მგრძნობელობისა და კოორდინაციის შეფასება სპეციალისტის მიერ.
- ეეგ (ელექტროენცეფალოგრაფია): თავის ტვინის ელექტრული აქტივობის შესწავლა, რაც აუცილებელია ეპილეფსიის დიაგნოსტიკისთვის.
- ემგ (ელექტრომიოგრაფია): ნერვ-კუნთოვანი გადაცემის გამოკვლევა პერიფერიული ნერვების დაზიანების დასადგენად.
- მრტ/კატე: თავის ტვინისა და ხერხემლის სტრუქტურული დაზიანებების ვიზუალიზაცია მაღალი სიზუსტით.
დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით:
- ტრანსკრანიალური დოპლერი - Nicolet Companion
- ტრანსკრანიალური დოპლერი ემბოლოდეტექციით - PionerTC8080 Nicolet Biomedical
- დიგიტალური ელექტროენცეფალოგრაფი - Sigma Medizin Technik
