ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი – გიორგი კვარაცხელია

 

ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე საოპერაციო ბლოკით, STORZ-ის ფირმის ინსტრუმენტებით და აპარატურით. ენდოპროთეზირება წარმოებს უახლესი მოდიფიკაციის ფრანგული და ამერიკული წარმოების მინიინვაზიური (ნაკლებტრავმატული, დამზოგავი) იმპლანტების გამოყენებით, რომელიც ამცირებს განაკვეთის ზომასა და ოპერაციის ხანგრძლივობას, ზოგავს კუნთოვან სისტემას და იძლევა პაციენტის გააქტიურების საშუალებას ოპერაციიდან 8 -10 საათში. ამცირებს ჰემოტრანსფუზიის საჭიროებას ნაკლები სისხლის დანაკარგის ხარჯზე.

 

დეპარტამენტში დანერგილია ენდოსკოპიური ქირურგია STORZ-ის უახლესი თაობის ართროსკოპიული  ნაკრებით.

 

დეპარტამენტში ტარდება:

  • მხრის სახსრის ენდოპროტეზირება
  • მენჯ - ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირება
  • მუხლის სახსრის ენდოპროტეზირება
  • ძვალ - სახსროვანი სისტემის თანდაყოლილი დეფორმაციების კორექცია

 

 

შეძენილი პათოლოგიები:

  • ტერფმრუდობა
  • ტერფის ვალგუსური დეფორმაცია
  • მტევნის, ტერფის ფალანგის დეფორმაცია
  • შეუხორცებელი და არასწორად შეხორცებული მოტეხილობები
  • კიდურის ძვლების ოსტეოსინთეზი
  • ინტრამედულური ოსტეოსინთეზი
  • კეროვანი ოსტეოსინთეზი
  • გარეგანი ფიქსატორებით ოსტეოსინთეზი
  • სამკურნალო და სადიაგნოსტიკო ართროსკოპია
  • დაუზუსტებელი პათოლოგიური კერის ბიოფსია
  • კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის  ამოღება
  • ონკოპროტეზირება (მხარის, მენჯ-ბარძაყის, მუხლის სახსრები)

 

მინიინვაზიური მეთოდითა და თნამედროვე აპარატურით ჩატარებული ოპერაციები პაციენტისთვის ნაკლებად ტრავმატულია, შესაბამისად პოსტოპერაციული პერიოდი ადვილად გადასატანი და ნაკლებად მტკივნეულია. სტაციონარში ყოფნის პერიოდი ხანმოკლეა და პაციენტი შედარებით მოკლე დროში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

გაზიარება