პათომორფოლოგიის ლაბორატორია
დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ლალი წივწივაძე, მედიცინის დოქტორი
პათომორფოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აპარატურით, რაც უზრუნველყოფს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის მაღალ სიზუსტით დიაგნოსტირებას.
ლაბორატორია ტექნიკურად სრულად ავტომატიზებულია და მოიცავს შემდეგ მოწყობილობებს:
-
ციფრული მიკროსკოპები: Olympus BX 43, Nikon Eclipse CI
-
ფლუორესცენტული მიკროსკოპი: Axio Imager A2 (FISH ანალიზისთვის, HER2/CEN სტატუსის დასადგენად)
-
იმუნოჰისტოქიმიური სისტემები: Leica BOND MAX, Autostainer BOND MAX
-
ავტომატიზირებული მიკროტომი: Leica RM 2255
-
ქსოვილების დამამუშავებელი პროცესორი: Leica ASP 6025
-
სასწრაფო კვლევების აპარატი: Diapath
-
ავტომატური შეღებვის სისტემა: Leica ST5020 Multistainer
-
მოლეკულური კვლევის ტექნოლოგია: ALK სტატუსის განსაზღვრა
პათომორფოლოგიურ დეპარტამენტში ტარდება:
-
ოპერაციული, ბიოფსიური და ექსპრესბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევები
-
ციტოლოგიური გამოკვლევები
-
ზოგადი მორფოლოგიური ანალიზი
-
იმუნოჰისტოქიმიური კვლევები
-
In situ ჰიბრიდიზაცია
-
მოლეკულური დიაგნოსტიკა
იმუნოჰისტოქიმიური კვლევები ტარდება თანამედროვე, სრულად ავტომატიზებული სისტემით (Leica BOND MAX) ანტისხეულების ფართო სპექტრის გამოყენებით, რაც შესაძლებელს ხდის:
-
სიმსივნის ჰისტოგენეზის დაზუსტებას
-
პირველადი კერის იდენტიფიკაციას
-
სიმსივნის ანაპლაზიის ხარისხის განსაზღვრას
-
ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების იმუნოფენოტიპის დადგენას
-
სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში – ესტროგენის, პროგესტერონის რეცეპტორებისა და HER2/neu სტატუსის განსაზღვრას
-
სიმსივნური ქსოვილის მგრძნობელობის შეფასებას ჰორმონული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ
ციტოლოგიის დეპარტამენტი
ციტოლოგიური კვლევა წარმოადგენს უჯრედულ დონეზე მიმდინარე პათოლოგიური პროცესების ანალიზს. მიკროსკოპული მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ცვლილებების დიფერენცირება, რაც დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და ეფექტურ მკურნალობას უზრუნველყოფს.
ციტოლოგიური კვლევის უპირატესობები:
-
არაინვაზიური, უმტკივნეულო და უსაფრთხო პროცედურაა
-
იშვიათად იწვევს გართულებებს
-
საჭიროებს მცირე დროს და მინიმალურ მომზადებას
-
ეფექტურია კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამებში
ციტოლოგიური კვლევა რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
-
პროფილაქტიკური პაპ-ტესტი ქალებში (საშვილოსნოს ყელის სკრინინგი)
-
კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნების შეფასება (კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი ხასიათის დადგენა)
-
სარძევე ჯირკვლის გამონადენის ან საეჭვო წარმონაქმნის შეფასება
-
ფარისებრი ჯირკვლის კვანძების ციტოლოგიური ანალიზი
-
ხანგრძლივი ან სისხლიანი ხველის შემთხვევაში – ნახველისა და ბრონქიალური ლავაჟის კვლევა
-
შარდის ციტოლოგიური გამოკვლევა (შარდში სისხლის არსებობის ან შარდის ბუშტის კიბოზე ეჭვის შემთხვევაში)
დეპარტამენტის ძირითადი მიმართულებები:
-
სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების პათოლოგიური ცვლილებების სიცოცხლის დროინდელი მორფოლოგიური დიაგნოსტიკა
-
კლინიკო-ანატომიური ანალიზი
-
პროცესების პროგნოზული შეფასება
