პლასტიკური ქირურგია
განყოფილების ხელმძღვანელი - ნოდარ ბრუნჯაძე
პლასტიკური ქირურგია თანამედროვე მედიცინის საკმაოდ წარმატებული და პროგრესირებადი მიმართულებაა. ამ ოპერაციების საშუალებით შესაძლებელი გახდა ყბა-სახის, სხეულის, კანის დეფექტების შესწორება, ძველი სილამაზის დაბრუნება და ადამიანებისათვის თავდაჯერებულობის გაძლიერება. თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს შევასწოროთ სახის და სხეულის დეფექტები, როგორც ქირურგიული, ასევე თერაპიული მეთოდების საშუალებით. ამ სურვილების ასრულებაში ქალბატონებს და არამარტო ქალბატონებს თოდუას კლინიკის პლასტიკური ქირურგიის განყოფილება დაგეხმარებათ.
პლასტიკური ქირურგია მოციავს შემდეგი ტიპის სახის ჩარევებსა და ოპერაციებს
- ბლეფაროპლასტიკა - ზედა და ქვედა ქუთუთოების კანის ნაკეცის და ცხიმოვნი ქსოვილების მოშორება
- ცხვირის პლასტიკა - ფორმის შეცვლა, ფორმის გაუმჯობესება, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობა.(ოპერაციის და მკურნალობის მსვლელობაში ჩართულია რინოლოგი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის სუნთქვასთან დაკავშირებული ყველა სახის პრობლემის მოგვარებას)
- ლიპოსაქცია - მუცელი, ბარძაყები, მუხლები, წვივები, მკერდი, დუნდულები, ღაბაბი, მხრები, ზურგი
- მამოპლასტიკა - მკერდის გადიდება, აწევა, დაპატარავება, ფორმის გაუმჯობესება, დვრილის პლასტიკა, ცხიმის გადანერგვა, გინეკომასტიის მკურნალობა მამაკაცებში. ქალბატონების ძალიან დიდი ნაწილის პრობლემაა მცირე ზომის მკერდი, ლაქტაციის შემდგომი ფტოზი (სარძევე ჯირკვლის დაშვება), ფორმის გაუარესება, ცხიმოვანი განლევა, დვრილ-არეოლის დეფორმაცია ან/და ასიმეტრია. ამ ყველაფრის კორექცია შესაძლებელია ქირურგიული ჩარევების საშუალებით.
- აბდომინოპლასტიკა - მუცლის წინა კედლის ფორმის გაუმჯობესება, მოშვებული ან/და სტრიებით დაზიანებული კანის ნაკეცის და ცხიმოვანი ქსოვილის მოშორება
- ბარძაყების ლიფტინგი - ბარძაყების შიგნითა და გარეთა მიდამოდან კანის ნაკეცის და ცხიმოვანი ქსოვილის მოშორება
- ოტოპლასტიკა - ყურების ფორმის შეცვლა, დაპატარავება, ასიმეტრიის კორექცია, ფორმის გაუმჯობესება, ბიბილოს პლასტიკა
- გლუტეოპლასტიკა - დუნდულოს გადიდება (საკუთარი ქსოვილით, ცხიმით ან იმპლანტით) ნაკეცის მოშორება, ფტოზის კორექცია, ფორმის გაუმჯობესება.
- წვივების პლასტიკა - გადიდება იმპლანტით, ცხიმის გადანერგვა
- მხრების პლასტიკა - ლიპოსაქცია, ჭარბი კანის და ცხიმოვანი ქსოვილის მოშორება
- ნიკაპის კორექცია - გადიდება იმპლანტით, ცხიმის გადანერგვა
- ცხიმის გადანერგვა - ტუჩების, ყვრიმალების, შუბლის, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის მკერდის, დუნდულოს, ნიკაპის, წვივების მიდამოში
- ბიშექტომია - ლოყის ცხიმის ამოღება
- ბარიატრიული - (კუჭის ოპერაციის) ოპერაციის შემდგომი მოშვებული კანის, გაუარესებული სხეულის კონტურების კორექცია.( body lifting)
ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია Vectra XT - მოწყობილობა, რომელიც შექმნილია სხეულის ნებისმიერი ნაწილის 3Dფორმატში ვიზუალიზაციისა და მოდელირებისთვის. ინოვაციური ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის პაციენტის ანატომიური მონაცემები გადავიტანოთ მონიტორზე მაღალი ხარისხით და 3D ფორმატში ჩავატაროთ სასურველი ზონის ფორმირება, კონტურირება და შეცვლა!
მცირე ოპერაციული ჩარევები
- ნაწიბურის ქირურგიული კორექცია
- ლიპომების მოშორება - ქირურგიულად ან ლიპოსაქციით (ცხიმოვანი კუზის მოშორება)
- ონიხოკრიპტოზის მკურნალობა - ჩაზრდილი ფრჩხილების ფრაგმენტების რეზექცია შემდგომი ფრჩხილის მატრიქსის ნაწილობრივი ლაზერული დესტრუქციით
- ქსანტელაზმების მკურნალობა - თვალბუდის ირგვლივ არსებული ცხიმოვანი უბნების ლაზერული და ქირურგიული მოშორება
- ბიბილოს პლასტიკა - ჩამოხეული ან დაზიანებული ბიბილოს ქირურგიული კორექცია
- პირსინგი სხეულის სხვადასხვა უბანზე
ძალიან ბევრი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა არის სახის კანის დანაოჭება, წვრილი ნაოჭები არსებობა თითქმის ყველა ასაკში ფიქსირდება (ძირითადად 25-დან ზევით) თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო შემაწუხებელი და თვალშისაცემი ხდება, ამიტომ ნაოჭის გაჩენისთანავე სასურველია მთელი რიგი პროცედურების ჩატარება, რათა თავიდან ავიცილოთ კანის ღრა დანაოჭება დეფორმაცია.
ზედაპირული და მარტივი ნაოჭების გასასწორების ყველაზე მარტივ გზად ითვლება ბოტულინის ტოქსინის (ბოტოქსის, დისპორტის) ინექცია, რომელიც არსებულ პრობლემას 6-8 თვის განმავლობაში მოაგვარებს, პაციენტის სახეს, ნაკვთებს და ღიმილს ბევრად უფრო გახსნილს და ჰარმონიულს გახდის.
ღრმა ნაოჭების შემთხვევაში შესაძლებელია შემავსებლების (ფილერების ) გამოყენება ან ცხიმის გადანერგვის პროცედურები, რომლებიც დამოუკიდებლად ან ბოტულინის ტოქსინან კომბინაციაში იდეალურ შედეგს გვაძლევს და პაციენტის განწყობას საგრძნობლად აუმჯობესებს.
პლასტიკური ქირურგიის ინექციური პროცედურები
- ბოტოქსის ინექცია - ნაოჭის გასწორება, ჭარბი ოფლიანობის და შაკიკის მკურნალობა.
- ფილერის (შემავსებლების) ინექცია - ტუჩის გადიდება, ფორმის შეცვლა, ცხვირ-ტუჩის და შუბლის ნაოჭის, ყვრიმალების დეფორმირებული/ასიმეტრიული უბნების შევსება
- კელოიდური ან ჰიპერტროფიული ნაწიბურის ინექციური მკურნალობა