პლასტიკური და რეკოსნტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტი
განყოფილების ხელმძღვანელი - ნოდარ ბრუნჯაძე
პლასტიკური ქირურგია თანამედროვე მედიცინის საკმაოდ წარმატებული და პროგრესირებადი მიმართულებაა. ამ ოპერაციების საშუალებით შესაძლებელი გახდა ყბა-სახის, სხეულის, კანის დეფექტების შესწორება, ძველი სილამაზის დაბრუნება და ადამიანებისათვის თავდაჯერებულობის გაძლიერება. თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს შევასწოროთ სახის და სხეულის დეფექტები, როგორც ქირურგიული, ასევე თერაპიული მეთოდების საშუალებით. ამ სურვილების ასრულებაში ქალბატონებს და არამარტო ქალბატონებს თოდუას კლინიკის პლასტიკური ქირურგიის განყოფილება დაგეხმარებათ.
პლასტიკური ქირურგიის სახეები
ძირითად შემთხვევაში პლასტიკური ქირურგია სხეულის ნაწილების ფუნქციისა და ვიზუალური მხარის გაუმჯობესებას გულისხმობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარ ქირურგიულ ჩარევას პაციენტზე დამატებითი სასარგებლო გავლენაც აქვს. იგულისხმება, რომ პლასტიკური ქირურგიის შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება ინდივიდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სხვადასხვა კიდურების რეკონსტრუქცია ფუნქციური და ხარისხიანი ცხოვრების საწინდარია, რაც დადებითად აისახება პიროვნების ფსიქო-ემოციურ მხარეზე.
პლასტიკური ქირურგია, რომელიც როგორც რეკონსტრუქციულ, ისე კოსმეტიკურ პროცედურებს მოიცავს, მედიცინის სფეროში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამას კი მისი შესაძლებლობა, უზრუნველყოს ფიზიკური საჭიროებები, განაპირობებს.
რეკონსტრუქციული
რეკონსტრუქციული ქირურგია პლასტიკური ქირურგიის ფართო მიმდინარეობას წარმოადგენს, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილების ფორმისა და ფუნქციის აღდგენაზეა ორიენტირებული. ეს მიმართულება თანდაყოლილი დეფექტების, სხვადასხვა ანომალიების, ტრავმების, ინფექციების, სიმსივნეების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვა გართულებების შედეგად დატოვებული ვიზუალური და ფუნქციური ფორმების მოგვარებაზეა პასუხისმგებელი.
რეკონსტრუქციულ ქირურგიას შესაძლოა რამდენიმე მიზანი ჰქონდეს, მაგალითად, როგორც აღინიშნა, ჩარევის მთავარი დანიშნულება სხეულის დაზიანებული ნაწილების ფუნქციის აღდგენაა. ტრავმებისა და სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალიების გამოსწორება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.
მიუხედავად იმისა, რომ რეკონსტრუქციული ქირურგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ სხეულის ნაწილების ფუნქციების აღდგენაა, ესთეტიკური მხარის გამოსწორება და გაუმჯობესება პროცედურის მნიშვნელოვან ასპექტად რჩება.
ეს მიმართულება წარმატებით ართმევს თავს ისეთი თანდაყოლილი დეფექტების აღმოფხვრას, როგორებიცაა ტუჩის ან სახის ნაპრალი. გარდა ვიზუალური მხარისა, ჩარევა აუმჯობესებს მეტყველების პრობლემებსაც. ამასთანავე, რეკონსტრუქციული ქირურგია აქტიურად გამოიყენება სიმსივნური წარმონაქმნების შემდეგ, განსაკუთრებულად ხილულ ადგილებში, მაგალითად, პროცედურის დახმარებით შესაძლებელია მკერდისა და სარძევე ჯირკვლების აღდგენა.
ესთეტიკური
პლასტიკური ქირურგია მასშტაბური დარგია, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც კოსმეტიკური იგივე ესთეტიკური ქირურგიაა. ეს ქვედარგი ქირურგიული ჩარევის შედეგად პიროვნების გარეგნობის გაუმჯობესებას მოიაზრებს. რეკონსტრუქციული ქირურგიისაგან განსხვავებით, რომელიც მიზნად სხეულის ნაწილების ფუნქციონირების აღდგენას ისახავს, კოსმეტიკური ქირურგია უპირველეს ყოვლისა ესთეტიკურ მხარეზეა ფოკუსირებული და ინდივიდს გარეგნობის უკეთესობისაკენ შეცვლის შესაძლებლობას აძლევს.
მართალია, კოსმეტიკური ქირურგიის უმთავრესი მიზანი გარეგნობის გაუმჯობესებაა, რაც თავდაჯერებულობასა და თვითშეფასებას ამაღლებს, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამგვარი პროცედურები განსაკუთრებულად პოპულარულია ასაკის თანმდევი ფაქტორების შესამცირებლად ან გასაქრობად. იგულისხმება, ნაოჭების შემცირება, სხვადასხვა სახის ასიმეტრიები და ხარვეზები. უნდა აღნიშნოს, რომ კოსმეტიკური ქირურგიის მოტივები ინდივიდუალურია.
პლასტიკური ქირურგია მოიცავს შემდეგი ტიპის სახის ჩარევებსა და ოპერაციებს
- ბლეფაროპლასტიკა - ზედა და ქვედა ქუთუთოების კანის ნაკეცის და ცხიმოვნი ქსოვილების მოშორება
- ცხვირის პლასტიკა - ფორმის შეცვლა, ფორმის გაუმჯობესება, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობა.(ოპერაციის და მკურნალობის მსვლელობაში ჩართულია რინოლოგი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის სუნთქვასთან დაკავშირებული ყველა სახის პრობლემის მოგვარებას)
- ლიპოსაქცია - მუცელი, ბარძაყები, მუხლები, წვივები, მკერდი, დუნდულები, ღაბაბი, მხრები, ზურგი
- მამოპლასტიკა - მკერდის გადიდება, აწევა, დაპატარავება, ფორმის გაუმჯობესება, დვრილის პლასტიკა, ცხიმის გადანერგვა, გინეკომასტიის მკურნალობა მამაკაცებში. ქალბატონების ძალიან დიდი ნაწილის პრობლემაა მცირე ზომის მკერდი, ლაქტაციის შემდგომი ფტოზი (სარძევე ჯირკვლის დაშვება), ფორმის გაუარესება, ცხიმოვანი განლევა, დვრილ-არეოლის დეფორმაცია ან/და ასიმეტრია. ამ ყველაფრის კორექცია შესაძლებელია ქირურგიული ჩარევების საშუალებით.
- აბდომინოპლასტიკა - მუცლის წინა კედლის ფორმის გაუმჯობესება, მოშვებული ან/და სტრიებით დაზიანებული კანის ნაკეცის და ცხიმოვანი ქსოვილის მოშორება
- ბარძაყების ლიფტინგი - ბარძაყების შიგნითა და გარეთა მიდამოდან კანის ნაკეცის და ცხიმოვანი ქსოვილის მოშორება
- ოტოპლასტიკა - ყურების ფორმის შეცვლა, დაპატარავება, ასიმეტრიის კორექცია, ფორმის გაუმჯობესება, ბიბილოს პლასტიკა
- გლუტეოპლასტიკა - დუნდულოს გადიდება (საკუთარი ქსოვილით, ცხიმით ან იმპლანტით) ნაკეცის მოშორება, ფტოზის კორექცია, ფორმის გაუმჯობესება.
- წვივების პლასტიკა - გადიდება იმპლანტით, ცხიმის გადანერგვა
- მხრების პლასტიკა - ლიპოსაქცია, ჭარბი კანის და ცხიმოვანი ქსოვილის მოშორება
- ნიკაპის კორექცია - გადიდება იმპლანტით, ცხიმის გადანერგვა
- ცხიმის გადანერგვა - ტუჩების, ყვრიმალების, შუბლის, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის მკერდის, დუნდულოს, ნიკაპის, წვივების მიდამოში
- ბიშექტომია - ლოყის ცხიმის ამოღება
- ბარიატრიული - (კუჭის ოპერაციის) ოპერაციის შემდგომი მოშვებული კანის, გაუარესებული სხეულის კონტურების კორექცია.( body lifting)
ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია Vectra XT - მოწყობილობა, რომელიც შექმნილია სხეულის ნებისმიერი ნაწილის 3Dფორმატში ვიზუალიზაციისა და მოდელირებისთვის. ინოვაციური ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის პაციენტის ანატომიური მონაცემები გადავიტანოთ მონიტორზე მაღალი ხარისხით და 3D ფორმატში ჩავატაროთ სასურველი ზონის ფორმირება, კონტურირება და შეცვლა!
მცირე ოპერაციული ჩარევები
- ნაწიბურის ქირურგიული კორექცია
- ლიპომების მოშორება - ქირურგიულად ან ლიპოსაქციით (ცხიმოვანი კუზის მოშორება)
- ონიხოკრიპტოზის მკურნალობა - ჩაზრდილი ფრჩხილების ფრაგმენტების რეზექცია შემდგომი ფრჩხილის მატრიქსის ნაწილობრივი ლაზერული დესტრუქციით
- ქსანტელაზმების მკურნალობა - თვალბუდის ირგვლივ არსებული ცხიმოვანი უბნების ლაზერული და ქირურგიული მოშორება
- ბიბილოს პლასტიკა - ჩამოხეული ან დაზიანებული ბიბილოს ქირურგიული კორექცია
- პირსინგი სხეულის სხვადასხვა უბანზე
ძალიან ბევრი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა არის სახის კანის დანაოჭება, წვრილი ნაოჭები არსებობა თითქმის ყველა ასაკში ფიქსირდება (ძირითადად 25-დან ზევით) თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო შემაწუხებელი და თვალშისაცემი ხდება, ამიტომ ნაოჭის გაჩენისთანავე სასურველია მთელი რიგი პროცედურების ჩატარება, რათა თავიდან ავიცილოთ კანის ღრა დანაოჭება დეფორმაცია.
ზედაპირული და მარტივი ნაოჭების გასასწორების ყველაზე მარტივ გზად ითვლება ბოტულინის ტოქსინის (ბოტოქსის, დისპორტის) ინექცია, რომელიც არსებულ პრობლემას 6-8 თვის განმავლობაში მოაგვარებს, პაციენტის სახეს, ნაკვთებს და ღიმილს ბევრად უფრო გახსნილს და ჰარმონიულს გახდის.
ღრმა ნაოჭების შემთხვევაში შესაძლებელია შემავსებლების (ფილერების ) გამოყენება ან ცხიმის გადანერგვის პროცედურები, რომლებიც დამოუკიდებლად ან ბოტულინის ტოქსინან კომბინაციაში იდეალურ შედეგს გვაძლევს და პაციენტის განწყობას საგრძნობლად აუმჯობესებს.
პლასტიკური ქირურგიის ინექციური პროცედურები
- ბოტოქსის ინექცია - ნაოჭის გასწორება, ჭარბი ოფლიანობის და შაკიკის მკურნალობა.
- ფილერის (შემავსებლების) ინექცია - ტუჩის გადიდება, ფორმის შეცვლა, ცხვირ-ტუჩის და შუბლის ნაოჭის, ყვრიმალების დეფორმირებული/ასიმეტრიული უბნების შევსება
- კელოიდური ან ჰიპერტროფიული ნაწიბურის ინექციური მკურნალობა
და ბოლოს, თოდუას კლინიკაში ინოვაციური მიდგომებისა და მაღალი პროფესიონალების დახმარებით წარმატებით ტარდება სხვადასხვა სახის პლასტიკური ქირურგიული ჩარევები, რაც არსებული დეფექტების გამოსწორებისა და ვიზუალური მხარის მკვეთრი გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.