ფსიქიატრიის დეპარტამენტი
ფსიქიატრი - მარიამ ჭელიძე
ფსიქიატრიის დეპარტამენტი გთავაზობთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.
დეპარტამენტში ტარდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
- შფოთვითი და შიშთან დაკავშირებული დარღვევები: გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევა ან აშლილობა, ნევროზი სოციალური ან/და სპეციფიკური ფობიები, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ტრავმითა და სტრესით გამოწვეული დარღვევები, მაგ: მწვავე სტრესული აშლილობა, პოსტტრავმული სტრესტული აშლილობა
- დეპრესია: გუნებ-განწყობის მკვეთრი გაუარესება, უიმედობისა და უმწეობის განცდა, ნეგატიური აზრები და სხვ
- ძილის დარღვევები: უძილობა, ჭარბი ძილიანობა და სხვ
- სომატოფორმული აშლილობები: იპოქონდრია, სხეულის დიმორფული აშლილობა, კონვერსიული აშლილობა და სხვ
- კვებითი დარღვევები
- სექსუალური დარღვევები და დისფუნქცია
- იმპულსთა კონტროლის დარღვევები
- ანტისოციალური და სხვა და სხვა პიროვნული დარღვევები
- ნეიროკოგნიტური დარღვევები (მახსოვრების და ორიენტაციის მოშლა, დემენცია)
- გუნებ-განწყობის დარღვევები: ბიპოლარული აშლილობა
- ფსიქოზური რეგისტრის დარღვევები: შიზოფრენია, შიზოაფექტური დარღვევა, ბოდვითი აშლილობა, ხანმოკლე ფსიქოზური ეპიზოდი.