პულმონოლოგიის დეპარტამენტი
პულმონოლოგიური დაავადება მოიცავს ფილტვების ნებისმიერ მდგომარეობას ან დარღვევას, რომელიც აფერხებს მათი გამართული ფუნქციონირებას. დაავადება შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სიმძიმის სიმპტომებით და ხშირად მოითხოვს რეგულარულ მკურნალობასა და ექიმის მეთვალყურეობას. ფილტვების პროგრესირებადი პათოლოგიები სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა დროული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის კეთილსაიმედო შედეგის მიღწევის ალბათობას.
როდის უნდა მიმართოთ პულმონოლოგს
პულმონოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია, თუ გაწუხებთ:
• ხველა
• ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება (დისპნეა)
• ხიხინი ან მსტვინავი სუნთქვა
• გულმკერდის შებოჭილობა ან ტკივილი
• დაღლილობა, საერთო სისუსტე
• სისხლიანი ხველა
• ხშირი, განმეორებადი სასუნთქი გზების ინფექციები
• დოლისებური (დამრგვალებული) ფალანგები
• კანის მოლურჯო ან მონაცრისფრო შეფერილობა (ციანოზი)
რესპირატორული დაავადებების გამომწვევი ფაქტორები
• თამბაქოს მოხმარება (მოწევა)
• ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციები
• გენეტიკური და თანდაყოლილი პათოლოგიები
• შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა, სკლეროდერმია, სარკოიდოზი და სხვ.)
• მავნე ქიმიური ან ორგანული ნივთიერებების შესუნთქვა
• გარკვეული მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება
ყველაზე გავრცელებული რესპირატორული დაავადებები
• პნევმონია
• ასთმა
• ფილტვების ქრონიკულ-ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი)
• პლევრის ღრუში გამონაჟონი (პლევრიტი)
• ფილტვების მაფიბროზირებელი/ინტერსტიციული დაავადებები
• სარკოიდოზი
• ბრონქოექტაზია
• ფილტვის ონკოლოგიური პათოლოგიები
• ატელექტაზი და პნევმოთორაქსი
პულმონოლოგიის დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს სრულ დიაგნოსტიკურ და თერაპიულ მომსახურებას, მათ შორის:
• სპირომეტრია და რესპირატორული ფუნქციის ტესტირება
• რენტგენოლოგიური და კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევები
• ბრონქოსკოპია
• ალერგოლოგიური ტესტები
• ფილტვის ბიოფსია
• მედიკამენტოზური და ინჰალაციური თერაპია
• ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მონიტორინგი და რეაბილიტაცია
