რენტგენოდიაგნოსტიკის დეპარტამენტი დიღმის ფილიალში
რენტგენოდიაგნოსტიკის განყოფილება - ნიკოლოზ მარჯანიძე
განყოფილება აღჭურვილია:
SIEMENS - ის - Luminos dRF Max უახლესი თაობის რენტგენის აპარატით, რომელიც არის ციფრული რენტგენოგრაფიისა და ფლუოროსკოპიის სისტემა, ის აერთიანებს ორივე ტექნოლოგიის მოწინავე ფუნქციებს. Luminos dRF Max-ს აქვს ორმაგი მოდალობის გამოსახულება. სისტემა შეუფერხებლად გადადის ციფრულ რენტგენოგრაფიასა (DR) და ფლუოროსკოპიას (RF) შორის, როლებიც სტატიკურ, ასევე რეალურ დროში ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა.
აპარატის უახლესი ტექნოლოგიური მახასიათებლები მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკური და ინტერვენციული პროცედურებისთვის. Luminos dRF Max - საშუალებას იძლევა აწარმოოს მაღალი ხარისხის რენტგენოგრაფიასა და ფლუოროსკოპიის კვლევები გამოსხივების მინიმალური დოზებით, რაც ხელს უწყობს დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და პაციენტის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს.
Luminos dRF Max-ის მაქსიმალურად მოქნილი და მობილური ტექნიკური შესაძლებლობები საშუალებას იძლება შშმ პირებისა და სტაციონარული პაციენტებისთვის მომსახურების გამარტივებას.
SIEMENS-ის მამოგრაფი MAMMOMAT Revelation აპარატის მაღალტექნოლოგიური მახასიათებლები შესაძლებლობას გვაძლევს ხარისხიანად და დინამიურად მივყვეთ ქალთა ჯანმრთელობის სკრინიგის პროცესს.
DXA- დენსიტომეტრია: უახლესი თაობის აპარატი STRATOS - დენსიტომეტრია არის მარტივი, სწრაფი და არაინვაზიური კვლევა, ოქროს სტანდარტი ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკაში.
თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის რენტგენოდიაგნოსტიკის განყოფილებაში ტარდება შემდეგი კვლევები:
- გულმკერდისღრუს ორგანოების დაავადებათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა
- საჭმლისმომნელებელი ტრაქტის ორგანოთა კვლევა: საყლაპავი მილის, კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დინამიური კვლევა
- ირიგოსკოპია - მსხვილი ნაწლავის კვლევა ორმაგი კონტრასტირებით
- შარდ-სასქესოსისტემისდაავადებათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა
- მიმოხილვითი და ინტრავენური უროგრაფია
- მიქციური, ანტეგრადული და რეტროგრადული ცისტოგრაფია
- ურეთეროგრაფია
- ჰისტეროსალპინგოგრაფია
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პოლიპოზიციური და პოსტოპერაციული რენტგენოგრაფია
- სქოლიოზის ხარისხის განსაზღვრა
- სარძევე ჯირკვლის დაავადებათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა (მამოგრაფია)
- ბილიარული სისტემის რენტგენოლოგიური გამოკვლევა: ანტეგრადული და რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია პოსტოპერაციული ანტეგრადული ქოლანგიოგრაფია
- ფისტულოგრაფია სხვადასხვა ლოკალიზაციის დროს
- DEXA - დენსიტომეტრია (ორმაგენერგეტიკული რენტგენოლოგიური
- აბსორბციომეტრია)