რენტგენოდიაგნოსტიკის დეპარტამენტი - რადიოლოგი ვერის ფილიალში
რადიოლოგი - ესმა ბაღათურია
ჩვენი პროფესიონალთა გუნდი გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ რადიოლოგიურ კვლევებს გულ-მკერდის, სახსრებისა და სხვა ორგანოების დიაგნოსტიკისთვის. თანამედროვე ციფრული აპარატურა უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალ ხარისხს, მინიმალურ დასხივებასა და სწრაფ შედეგებს.
რა ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევა ტარდება?
თოდუას კლინიკაში რენტგენოდიაგნოსტიკა გამოიყენება სხვადასხვა სისტემური პათოლოგიის გამოსავლენად:
- გულმკერდის ღრუს ორგანოების დაავადებათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა.
- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოთა კვლევა: საყლაპავი მილის, კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დინამიური კვლევა.
- ირიგოსკოპია - მსხვილი ნაწლავის კვლევა ორმაგი კონტრასტირებით.
- შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა – მიმოხილვითი და ინტრავენური უროგრაფია. მიქციური, ანტეგრადული დარეტროგრადული ცისტოგრაფია, ურეთეროგრაფია. ჰისტეროსალპინგოგრაფია.
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პოლიპოზიციური, და პოსტოპერაციული რენტგენოგრაფია. სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის ხარისხის განსაზღვრა.
- სარძევე ჯირკვლის დაავადებათა რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა (მამოგრაფია), დუქტოგრაფია.
- ბილიარული სისტემის რენტგენოლოგიური გამოკვლევა: ანტეგრადული და რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია, პოსტოპერაციულიანტეგრადული ქოლანგიოგრაფია.
- ფისტულოგრაფია სხვადასხვა ლოკალიზაციის დროს.
- DEXA- დენსიტომეტრია (ორმაგენერგეტიკული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრია)ოქროს სტანდარტი ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკაში.აღჭურვილია შემდეგი პროგრამებით: TBS-ტრაბეკულური ძვლის ინდექსი, FRAXალგორითმი, პროტეზირებული ბარძაყისა და მუხლის სახსრისმინერალიზაციის განსაზღვრა, ბარძაყის ძვლის გაფართოებული კვლევა, ხერხემლის მორფომეტრია, სრული სხეულის კომპოზიცია.
დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი თაობის რენტგენის აპარატით - Siemens Luminos dR Max. სტაციონარული, დიჯიტალური ფლუორო სისტემით, რენტგენოგრამების დიჯიტალური დამუშავებით, არქივირებით.
მამოგრაფი ტომოსინთეზის სისტემით - Hologic Dimensions 3D. უახლესი თაობის DXA- დენსიტომეტრია - STRATOS DR.
