რევმატოლოგიის დეპარტამენტი
რევმატოლოგი - ნესტან გვეტაძე
რევმატოლოგია არის მედიცინის მიმართულება, რომელიც ემსახურება ძვალ-სახსროვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე სისტემური, აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.
არსებობს 200-მდე რევმატოლოგიური დაავადება, მაგალითად: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, პოდაგრა, მაანკილოზებელი სპონდილიტი, რეაქტიული ართრიტი, ოსტეოპოროზი, რევმატული პოლიმიალგია და ა.შ. ასევე, რევმატოლოგიაში გვხვდება ისეთი სისტემური დაავადებები, როგორიცაა: სკლეროდერმია, სხვადასხვა სახის ვასკულიტი, სისტემური წითელი მგლურა, პოლი და დერმატომიოზიტი, შეგრენის დაავადება და ა.შ.
აღნიშნული დაავადებების უმეტესობა წარმოადგენს ქრონიკულ მდგომარეობებს, რომელთა მართვაზეც ექიმი რევმატოლოგია პასუხისმგებელი, მათ დროულ გამოვლენას და დიაგნოსტირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს წარმატებული მკურნალობის, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და მყარი რემისიის მიღწევაში.
თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის რევმატოლოგიურ განყოფილებაში ხელმისაწვდომია რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისათვის საჭირო ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრი.